
მარკოზის სახარება 7:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვინაიდან შიგნიდან, კაცის გულიდან გამოვლენ: ბოროტი ზრახვანი, მრუშობანი, პარვანი, კაცისკვლანი,
მარკოზის სახარება 7:21 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 16 სექტემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-16 კვირის ოთხშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 7:21 კონტექსტში
7:19ვინაიდან მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში, და გარეთ გამოდის, რითაც წმიდა იყოფა ყოველი საზრდო.
7:20და თქვა: კაცისაგან გამომავალი შებილწავს კაცს.
7:21ვინაიდან შიგნიდან, კაცის გულიდან გამოვლენ: ბოროტი ზრახვანი, მრუშობანი, პარვანი, კაცისკვლანი,
7:22სიძვანი, ანგარებანი, უკეთურებანი, მზაკვრობანი, გარყვნილება, თვალის სიავე, გმობა, ქედმაღლობა, უგუნურება.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 7:21
- იერემია 17:9უნდოა ყველას გული და უკურნებელი, ვინ შეიცნობს მას?
- იაკობის ეპისტოლე 4:1საიდან იღებენ დასაბამს თქვენი ბრძოლები და ცილობანი, თუ არა თქვენსავ ასოებში ურთიერთმბრძოლი ვნებებისაგან?
- იაკობის ეპისტოლე 4:3ითხოვთ და ვერ იღებთ, იმიტომ, რომ ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენივე ვნებები დაიცხროთ.
- რომაელთა მიმართ 8:7იმიტომ, რომ ხორცის ზრახვა ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება და ვერც დაემორჩილება ღვთის რჯულს.
- რომაელთა მიმართ 8:8ამიტომ ხორციელად მცხოვრებნი ვერ აამებენ ღმერთს.
- გალატელთა მიმართ 5:19ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა,
- გალატელთა მიმართ 5:21სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.
- მათეს სახარება 15:19ვინაიდან გულიდან გამოვლენ: უკეთური ზრახვანი, კაცისკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი;
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 7
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში