
იერემია 18:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ადექი და ჩადი მეთუნის სახლში, იქ გაგაგონებ ჩემს სიტყვას.
იერემია 18:2 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 18:2 კონტექსტში
18:1სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან ნათქვამი:
18:2ადექი და ჩადი მეთუნის სახლში, იქ გაგაგონებ ჩემს სიტყვას.
18:3ჩავედი მეთუნის სახლში და, აჰა, ატრიალებს იგი სათუნე ბორბალს.
18:4როცა გაუფუჭდა ჭურჭელი, რომელსაც აკეთებდა თიხისგან თავისი ხელით, ხელმეორედ შეუდგა სხვა ჭურჭლის კეთებას, როგორიც მოსწონდა გასაკეთებლად.
პარალელური ადგილები: იერემია 18:2
- ებრაელთა მიმართ 1:1ღმერთი, რომელიც მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა პირით,
- იერემია 19:1ასე ამბობს უფალი: წადი, იყიდე მეთუნისგან თიხის დოქი, წაიყვანე ხალხის უხუცესნი და მღვდლების უხუცესნი.
- იერემია 19:2გადი ბენ-ჰინომის ველზე მეთუნეთა კარიბჭიდან და გამოაცხადე იქ სიტყვები, რომელთაც გეტყვი.
- იერემია 23:22ჩემს საბჭოში რომ მდგარიყვნენ, ჩემს ერს გამოუცხადებდნენ ჩემს სიტყვებს და მოაქცევდნენ მათ ბოროტი გზიდან და ავკაცობიდან.
- ამოსი 7:7ასე მახილვინა: აჰა, დგას უფალი შვეულ კედელზე და შვეული უჭირავს ხელში.
- ეზექიელი 4:1შენ, ადამის ძევ, აიღე ალიზი და წინ დაიდევი, დახაზე ზედ ქალაქი, იერუსალიმი.
- ეზექიელი 4:5მე მიგითვალავ მათი უკეთურების წლებს დღეთა რიცხვის მიხედვით - სამას ოთხმოცდაათ დღეს - და ატარებ ისრაელის სახლის უკეთურებას.
- ესაია 20:2მაშინ გამოუცხადა უფალმა სიტყვა ესაიას, ამოცის ძეს, და უთხრა: წადი, შეიხსენი ჯვალო წელიდან და ხამლები გაიძვრე ფეხზე. ასეც მოიქცა: ტანშიშველმა და ფეხშიშველმა დაიწყო სიარული.
განაგრძე კითხვა: იერემია 18
სრულად წაიკითხე: იერემია 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში