
იერემია 18:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩავედი მეთუნის სახლში და, აჰა, ატრიალებს იგი სათუნე ბორბალს.
იერემია 18:3 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 18:3 კონტექსტში
18:1სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან ნათქვამი:
18:2ადექი და ჩადი მეთუნის სახლში, იქ გაგაგონებ ჩემს სიტყვას.
18:3ჩავედი მეთუნის სახლში და, აჰა, ატრიალებს იგი სათუნე ბორბალს.
18:4როცა გაუფუჭდა ჭურჭელი, რომელსაც აკეთებდა თიხისგან თავისი ხელით, ხელმეორედ შეუდგა სხვა ჭურჭლის კეთებას, როგორიც მოსწონდა გასაკეთებლად.
პარალელური ადგილები: იერემია 18:3
- იონა 1:3ადგა იონა, რომ თარშიშში გაქცეულიყო უფლის პირისგან. ჩავიდა იაფოში, მონახა თარშიშს მიმავალი ხომალდი, გადაიხადა საფასური, ჩაჯდა შიგ და მათთან ერთად გაემგზავრა თარშიშისკენ, რომ უფლის პირისგან გადახვეწილიყო.
- მოციქულთა საქმენი 26:19ამიტომაც არ ვეურჩე, მეფეო აგრიპა, ზეციურ ხილვას,
- იოანე 15:14თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ ასრულებთ იმას, რაც გამცნეთ.
განაგრძე კითხვა: იერემია 18
სრულად წაიკითხე: იერემია 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში