
იერემია 18:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იერემია 18:5 კონტექსტში
18:3ჩავედი მეთუნის სახლში და, აჰა, ატრიალებს იგი სათუნე ბორბალს.
18:4როცა გაუფუჭდა ჭურჭელი, რომელსაც აკეთებდა თიხისგან თავისი ხელით, ხელმეორედ შეუდგა სხვა ჭურჭლის კეთებას, როგორიც მოსწონდა გასაკეთებლად.
18:5იყო უფლის სიტყვა, ჩემს მომართ ნათქვამი:
18:6ხომ შემიძლია ისე მოგექცეთ, როგორც ეს მეთუნე იქცევა, ისრაელის სახლო? ამბობს უფალი: აჰა, როგორც თიხაა მეთუნის ხელში, ისე ხართ ჩემს ხელში, ისრაელის სახლო!
18:7ერთ წამს გავიფიქრებ რომელიმე ხალხის ან სამეფოს ამოძირკვას, გაცამტვერებას და განადგურებას,
განაგრძე კითხვა: იერემია 18
სრულად წაიკითხე: იერემია 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში