
იერემია 20:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან მესმის ბრბოსგან ცილისწამება და მუქარა ირგვლივ: დაასმინეთ და ჩვენც დავასმენთ. ჩემი მოზავენი, ჩემს დაღუპვას დადარაჯებულნი, ამბობენ: იქნებ ცდუნებაში ჩავარდეს, მაშინ ვძლევთ მას და შურს ვიძიებთო.
იერემია 20:10 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 20:10 კონტექსტში
20:8როგორც კი ავლაპარაკდები, ჩივილი აღმომხდება ძარცვა-გლეჯის გამო. ამიტომაც გადამექცა უფლის სიტყვა ყოველდღიურ დაცინვად და დამცირებად.
20:9ვიფიქრე: დავივიწყებ მას და აღარ ვილაპარაკებ-მეთქი მისი სახელით, მაგრამ ცეცხლივით ამიგიზგიზდა გულში, ძვლებამდე გამატანა, ვცდილობდი გამეძლო, მაგრამ ვერ შევძელი.
20:10რადგან მესმის ბრბოსგან ცილისწამება და მუქარა ირგვლივ: დაასმინეთ და ჩვენც დავასმენთ. ჩემი მოზავენი, ჩემს დაღუპვას დადარაჯებულნი, ამბობენ: იქნებ ცდუნებაში ჩავარდეს, მაშინ ვძლევთ მას და შურს ვიძიებთო.
20:11ჩემთან არის უფალი როგორც ძლიერი მეომარი, ამიტომაც წაიფორხილებენ ჩემი მდევრები, ვერ გაიმარჯვებენ. დიდად შერცხვებიან, რომ უგუნურად მოიქცნენ. სამარადისოდ გასტანს სირცხვილი, არდასავიწყებელი.
20:12ცაბაოთ უფალო! სიმართლის გამომკვლეველო, გულთამხილავო! მოვესწრო შენს შურისგებას მათზე, რადგან შენთვისა მაქვს მინდობილი ჩემი სამართალი!
პარალელური ადგილები: იერემია 20:10
- ფსალმუნები 41:9ჩემთან მშვიდობიანად მყოფმაც კი, რომლის იმედიც მქონდა, რომელიც ჩემს პურს ჭამდა, ტერფი აღმართა ჩემ წინააღმდეგ.
- ფსალმუნები 31:13რადგან მესმოდა ცილისწამება მრავალთა, შიში ყოველი მხრიდან, რაჟამს შეითქვნენ ჩემ წინააღმდეგ, ჩემი სულის ამოხდა განიზრახეს.
- ესაია 29:21რომლებიც სიტყვით აცდუნებენ ადამიანს, მახეს უგებენ კარიბჭესთან მომჩივანს და არაფრის გულისთვის აძევებენ მართალს.
- იერემია 18:18თქვეს: წამო, რამე ვიღონოთ იერემიას წინააღმდეგ; რადგან არ დაკარგვია რჯული მღვდელს, რჩევის უნარი ბრძენკაცს და სიტყვა წინასწარმეტყველს. წამო და ენით ვძლიოთ მას, რომ ყურს აღარ ვუგდებდეთ მის სიტყვებსო.
- ფსალმუნები 55:13შენ კი კაცი ხარ ჩემებრი, მეგობარი და მახლობელი ჩემი.
- ფსალმუნები 55:14ერთად რომ ვსაუბრობდით ტკბილად, ღვთის სახლში დავდიოდით მღელვარებით.
- მოციქულთა საქმენი 24:13ვერც იმას დაამტკიცებენ შენ წინაშე, რაშიაც ახლა მდებენ ბრალს.
- ფსალმუნები 64:2დამიფარე ვერაგთა ჩუმი ზრახვისაგან, სიმრუდის მოქმედთა ამბოხისაგან.
განაგრძე კითხვა: იერემია 20
სრულად წაიკითხე: იერემია 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში