
იერემია 20:9, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
ვიფიქრე: დავივიწყებ მას და აღარ ვილაპარაკებ-მეთქი მისი სახელით, მაგრამ ცეცხლივით ამიგიზგიზდა გულში, ძვლებამდე გამატანა, ვცდილობდი გამეძლო, მაგრამ ვერ შევძელი.
იერემია 20:9 · საქართველოს საპატრიარქო
რას ამბობენ ეკლესიის მამები: იერემია 20:9
1 განმმარტებელი
ნიკოლოზ ველიმიროვიჩი20 საუკუნე “როგორ აღიქმება ღვთის სიტყვა, როდესაც მას სულიწმიდა შთააგონებს წინასწარმეტყველს, იერემია საკუთარი გამოცდილებიდან აღწერს: ისე მქონდა, თითქოს ჩემს გულში ცეცხლი ენთო, ჩემს შიგნით ჩაკეტილი. ეს ნიშნავს, რომ იგი შთაგონებული იყო ყოვლისშემძლე ღმერთის მიერ.”
იერემია 20:9 კონტექსტში
20:7შენ გადამიბირე, უფალო, და მეც დაგყევი; ჩამიჭირე და დამძალე; ყოველდღე საცინლად მიგდებენ, ყველა მამასხრებს.
20:8როგორც კი ავლაპარაკდები, ჩივილი აღმომხდება ძარცვა-გლეჯის გამო. ამიტომაც გადამექცა უფლის სიტყვა ყოველდღიურ დაცინვად და დამცირებად.
20:9ვიფიქრე: დავივიწყებ მას და აღარ ვილაპარაკებ-მეთქი მისი სახელით, მაგრამ ცეცხლივით ამიგიზგიზდა გულში, ძვლებამდე გამატანა, ვცდილობდი გამეძლო, მაგრამ ვერ შევძელი.
20:10რადგან მესმის ბრბოსგან ცილისწამება და მუქარა ირგვლივ: დაასმინეთ და ჩვენც დავასმენთ. ჩემი მოზავენი, ჩემს დაღუპვას დადარაჯებულნი, ამბობენ: იქნებ ცდუნებაში ჩავარდეს, მაშინ ვძლევთ მას და შურს ვიძიებთო.
20:11ჩემთან არის უფალი როგორც ძლიერი მეომარი, ამიტომაც წაიფორხილებენ ჩემი მდევრები, ვერ გაიმარჯვებენ. დიდად შერცხვებიან, რომ უგუნურად მოიქცნენ. სამარადისოდ გასტანს სირცხვილი, არდასავიწყებელი.
პარალელური ადგილები: იერემია 20:9
- ფსალმუნები 39:3გახურდა გული ჩემი ჩემს შიგნით, ჩემს აზრებში ცეცხლი აღეგზნო; ვიწყე ლაპარაკი ჩემი ენით:
- იობი 32:18რადგან სავსე ვარ სიტყვებით და შიგნიდან მაწვება სული;
- იობი 32:20ვილაპარაკებ, რომ სული მოვითქვა; გავხსნი ბაგეებს და პასუხს გავცემ.
- მოციქულთა საქმენი 4:20არ შეგვიძლია არა ვთქვათ ის, რაც გვიხილავს და გვსმენია.
- კორინთელთა მიმართ ა 9:16რადგანაც თუ ვახარებ, ვითომ რა მაქვს სასიქადულო? ვინაიდან აუცილებლობით ეს მადევს ვალად, და ვაი ჩემს თავს, თუ არ ვახარებ.
- კორინთელთა მიმართ ა 9:17რადგან თუ ნებით ვაკეთებ ამას, საზღაური მაქვს, ხოლო თუ ძალაუნებურად, მხოლოდ ჩემთვის მონდობილ მნეობას ვასრულებ.
- ეზექიელი 3:14სულმა ამიტაცა და წამიღო; მივდიოდი გამწარებული, რისხვით ანთებული, და უფლის მაგარი ხელი იყო ჩემზე.
- მოციქულთა საქმენი 17:16ვიდრე პავლე ათენში ელოდა მათ, აღშფოთდა მისი სული, როცა იხილა, რომ მთელი ქალაქი კერპებით იყო სავსე.
განაგრძე კითხვა: იერემია 20
სრულად წაიკითხე: იერემია 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში