გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

იერემია 20:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იერემია 20:3

მაგრამ მეორე დღეს გამოუშვა ფაშხურმა იერემია დილეგიდან და უთხრა მას იერემიამ: ფაშხურს კი აღარ დაგიძახებს უფალი, არამედ შიშის ზარს ირგვლივ.

იერემია 20:3 · საქართველოს საპატრიარქო

იერემია 20:3 კონტექსტში

20:1გაიგონა ფაშხურ იმერის ძემ, მღვდელმა, უფლის სახლის ზედამხედველმა და წინამძღვარმა, ეს სიტყვები, იერემია რომ ქადაგებდა,

20:2და სცემა ფაშხურმა იერემია წინასწარმეტყველს და ჩააგდო იგი დილეგში, ბენიამინის ზემო კარიბჭესთან რომ იყო, უფლის სახლში.

20:3მაგრამ მეორე დღეს გამოუშვა ფაშხურმა იერემია დილეგიდან და უთხრა მას იერემიამ: ფაშხურს კი აღარ დაგიძახებს უფალი, არამედ შიშის ზარს ირგვლივ.

20:4რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, შიში ზარს დაგცემ შენ და შენს მეგობრებს, დაეცემიან ისინი მტრების მახვილისგან და შენი თვალით იხილავ ამას. ბაბილონელთა მეფის ხელში ჩავაგდებ მთელ იუდას, გადაასახლებს მათ ბაბილონში და მახვილით ამოსწყვეტს.

20:5გავცემ ამ ქალაქის მთელ ქონებას, მთელ მის ჭირნახულს, მთელ ძვირფასეულობას და იუდას მეფეების მთელ საგანძურს, და ხელში ჩავუგდებ მათ მტრებს. გაძარცვავენ, დაიტაცებენ და ბაბილონში წაიღებენ.

პარალელური ადგილები: იერემია 20:3

განაგრძე კითხვა: იერემია 20

სრულად წაიკითხე: იერემია 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში