
იერემია 21:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აჰა, შენზე მოვდივარ, ველის მკვიდრო, ვაკის კლდეო, ამბობს უფალი, რომ ამბობთ: ვინ დაგვესხმის, ვინ შემოვა ჩვენს სადგომებშიო?
იერემია 21:13 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 21:13 კონტექსტში
21:11იუდას მეფის სახლს: ისმინეთ უფლის სატყვა.
21:12დავითის სახლო! ასე ამბობს უფალი, ყოველ დილით განიკითხეთ სამართალი და იხსენით მოძალადის ხელიდან გაძარცული, თორემ ცეცხლივით ავარდკბა ჩემი რისხვა, აბრიალდება და არავინ იქნება ჩამქრობი, თქვენი ავკაცობის გამო.
21:13აჰა, შენზე მოვდივარ, ველის მკვიდრო, ვაკის კლდეო, ამბობს უფალი, რომ ამბობთ: ვინ დაგვესხმის, ვინ შემოვა ჩვენს სადგომებშიო?
21:14მე დაგსჯით, როგორც იმსახურებთ, ამბობს უფალი, დავანთებ ცეცხლს მის ტყეში და ყველაფერს შეჭამს იგი თავის გარშემო.
პარალელური ადგილები: იერემია 21:13
- აბდია 1:3შენმა ზვაობრობამ შეგაცდინა, კლდის ნაპრალებში დასახლებულხარ, მაღალზეა შენი სადგომი. გულში ამბობ: ვინ ჩამომაგდებსო ძირს?
- აბდია 1:4არწივივითაც მაღლა რომ აიჭრა, ვარსკვლავთა შორისაც რომ დაიბუდო, იქიდანაც ჩამოგაგდებ, ამბობს უფალი.
- გლოვა იერემიასი 4:12არ სჯეროდათ ქვეყნის მეფეებს ან მკვიდრებს ამა სოფლისა, თუ მტერი და მომხდური შევიდოდა იერუსალიმის კარიბჭეებში;
- ეზექიელი 13:8ამიტომ ასე ამბობს უფალი, ღმერთი: რაკი ფუჭს ლაპარაკობთ და სიცრუეს ხედავთ, ამიტომაც, აჰა, თქვენ წინააღმდეგ ვარ, ამბობს უფალი ღმერთი.
- იერემია 23:30ამიტომ, აჰა, თავს ვესხმი წინასწარმეტყველებს, ამბობს უფალი, ერთმანეთს რომ პარავენ ჩემს სიტყვებს.
- იერემია 23:32აჰა, თავს ვესხმი წინასწარმეტყველებს, ცრუ სიზმრებს რომ ხედავენ, ამბობს უფალი. ყვებიან მათ და აცდუნებენ ჩემს ერს თავიანთი ტყუილებით და ტრაბახით. მე კი არ გამომიგზავნია ისინი, არც არაფერი მიბრძანებია მათთვის, არც არაფერში არგიან ამ ხალხს, ამბობს უფალი.
- იერემია 49:4რად იკვეხნი შენს ხეობებს? წაილეკა შენი ხეობები, განდგომილო ასულო, საგანძურების იმედი რომ გაქვს, ვინ მოვაო ჩემთან?
- იერემია 49:5აჰა, დაგცემ შიშის ზარს, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ყოველის მხრიდან; ყველანი ცალ-ცალკე განიდევნებით და ვეღარავინ შეგკრებთ გზადაკარგულებს.
განაგრძე კითხვა: იერემია 21
სრულად წაიკითხე: იერემია 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში