
აბდია 1:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არწივივითაც მაღლა რომ აიჭრა, ვარსკვლავთა შორისაც რომ დაიბუდო, იქიდანაც ჩამოგაგდებ, ამბობს უფალი.
აბდია 1:4 · საქართველოს საპატრიარქო
აბდია 1:4 კონტექსტში
1:2აჰა, დაგამცირე ხალხთა შორის, აბუჩადა ხარ აგდებული!
1:3შენმა ზვაობრობამ შეგაცდინა, კლდის ნაპრალებში დასახლებულხარ, მაღალზეა შენი სადგომი. გულში ამბობ: ვინ ჩამომაგდებსო ძირს?
1:4არწივივითაც მაღლა რომ აიჭრა, ვარსკვლავთა შორისაც რომ დაიბუდო, იქიდანაც ჩამოგაგდებ, ამბობს უფალი.
1:5ქურდებიც რომ დაგცემოდნენ თავს, ღამის ყაჩაღები, ასე არ გაჩანაგდებოდი. მხოლოდ თავის სამყოფს მოიპარავდნენ ისინი. ყურძნის მკრეფავნიც რომ შემოგსეოდნენ, ორიოდე კუფხალი მათაც გადარჩებოდათ.
1:6როგორ გაძარცულა ესავი, როგორ გაუხვეტიათ მისი საგანძურები!
პარალელური ადგილები: აბდია 1:4
- აბაკუმი 2:9ვაი მას, ვინც უსამართლოდ იხვეჭს თავისი სახლისთვის და მაღალზე იბუდებს, რომ თავი დაიხსნას ბოროტის ხელიდან!
- იობი 20:6თუნდაც ცამდე ამაღლდეს მისი დიდება და მისი თავი ღრუბლებს მისწვდეს,
- იობი 20:7თავისი განავალივით გაქრება საბოლოოდ; იკითხავენ მისი მნახველნი, სად არისო?
- ამოსი 9:2ქვესკნელშიც რომ ჩაიმარხონ, იქიდან ამოიყვანს მათ ჩემი ხელი; ზეცაშიც რომ ავიდნენ, იქიდან ჩამოვიყვან;
- იერემია 49:16შენმა კერპმა შეგაცდინა, შენმა გულზვიადობამ; კლდის ნაპრალებში დასახლებულხარ, მაღლა მათაზეა შენი სადგომი. არწივივით მაღლაც რომ მოიიწყო ბუდე, იქიდანაც ჩამოგაგდებ, ამბობს უფალი.
- ესაია 14:12როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო!
- ესაია 14:15მაგრამ შავეთში ჩადიხარ, ქვესკნელის უფსკრულებში.
- იერემია 51:53თუმცა ცად აღზევდა ბაბილონი, თუმცა ზესკნელში დაამყარა თავისი სიმაგრე, ჩემგან მიუვლენ მაოხარნი, ამბობს უფალი.
განაგრძე კითხვა: აბდია 1
სრულად წაიკითხე: აბდია 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში