
იერემია 22:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ასე ამბობს უფალი იუდას მეფის სახლზე: თუმცა გალაადი ხარ შენ ჩემთვის, ლიბანის მწვერვალი, მაინც უდაბნოდ გაქცევ, მიტოვებულ ქალაქად.
იერემია 22:6 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 22:6 კონტექსტში
22:4რადგან თუ აასრულებთ ამ სიტყვას, ივლიან ამ სახლის კარიბჭეებით დავითის მოსაყდრე მეფეები, ეტლზე და ცხენებზე ამხედრებულნი, თავად იგი და მისი მორჩილნი და მისი ხალხი.
22:5თუ არ გაიგონებთ ამ სიტყვებს, ჩემს თავს ვფიცავ, ამბობს უფალი, გაუკაცრიელდება ეს სახლი.
22:6რადგან ასე ამბობს უფალი იუდას მეფის სახლზე: თუმცა გალაადი ხარ შენ ჩემთვის, ლიბანის მწვერვალი, მაინც უდაბნოდ გაქცევ, მიტოვებულ ქალაქად.
22:7გაგიმზადებ ამაოხრებლებს - თითოეულს თავისი იარაღით, რომ გაგიჩეხონ საუკეთესო კედრები და ცეცხლს მისცენ.
22:8ბევრი ხალხები ჩაუვლიან ამ ქალაქს და გამოიკითხავენ ერთმანეთში: რისთვის მოექცა ასე უფალი ამ დიდებულ ქალაქს?
პარალელური ადგილები: იერემია 22:6
- ესაია 6:11ვთქვი: როდემდის, უფალო? თქვა: ვიდრე ქალაქები უმკვიდროდ არ გადაშენდება, სახლები არ გაუკაცრიელდება და მიწა არ გაუდაბურდება.
- ფსალმუნები 107:34ნაყოფიერ მიწას - ბიცად მის მკვიდრთა უკეთურობის გამო.
- მიქა 3:12ამიტომ შენ გამო ყანად გადაიხვნება სიონი და იერუსალიმი ნანგრევებად იქცევა, ტაძრის მთა კი - ტყიან ბორცვად.
- ესაია 27:10რადგან უდაბნოსავით გამარტოსულდა ციხე-სიმაგრე. მიაგდეს და მიატოვეს საცხოვრებელი, ხბო დაბალახობს იქ, იქ ბინავდება და მის ფოთლებს კორტნის.
- იერემია 9:11ნანგრევებად ვაქცევ იერუსალიმს, ტურების ბუნაგად, გავაუდაბურებ იუდას ქალაქებს, უმკვიდროდ დავტოვებ.
- შესაქმე 37:25დასხდნენ პურის საჭმელად. გაიხედეს და დაინახეს: ისმაელიანთა ქარავანი მოდის გალაადიდან, აქლემებით მოაქვთ გუნდრუკი, ბალსამონი და შტახსი; მოაქვთ ეგვიპტეში ჩასატანად.
- იერემია 7:34გავაუქმებ იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში ხმას მხიარულებისას და ხმას სიხარულისას, ხმას სიძისას და ხმას პატარძლისას, რადგან გაუდაბურდება მთელი ქვეყანა.
- იერემია 26:18მიქა მორეშეთელიც წინასწარმეტყველებდა იუდას მეფის, ხიზკიას დროს და ეუბნებოდა მთელ იუდას: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ყანად გადაიხნებაო სიონი და ქვის გროვად იქცევაო იერუსალიმი და ტაძრის მთა ტყის ბორცვადო.
განაგრძე კითხვა: იერემია 22
სრულად წაიკითხე: იერემია 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში