
ფსალმუნი 107:34 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნაყოფიერ მიწას - ბიცად მის მკვიდრთა უკეთურობის გამო.
ფსალმუნი 107:34 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 107:34 კონტექსტში
107:32დაე, აღამაღლონ ხალხის კრებულში და მოხუცებულთა სადგომში ხოტბა შეასხან.
107:33გადააქცევს მდინარეებს უდაბნოდ, წყაროს წყლებს - ურწყულად.
107:34ნაყოფიერ მიწას - ბიცად მის მკვიდრთა უკეთურობის გამო.
107:35გადააქცევს უდაბნოს წყალუხვ ტბად და გამოფიტულ მიწას - წყაროს წყლად.
107:36დაასახლებს იქ მშიერთ და წამომართავს ქალაქს სცხოვრებლად.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 107:34
- შესაქმე 13:10გაიხედა ლოტმა და დაინახა, რომ იორდანეს მთელი მხარე ცოღარამდე ირწყვებოდა, ასე იყო, ვიდრე უფალი არ გაანადგურებდა სოდომსა და გომორს, როგორც ბაღი უფლისა, როგორც ეგვიპტელთა ქვეყანა.
- შესაქმე 14:3ყველა ესენი შეიკრიბნენ სიდიმის ველზე, სადაც ახლა მლაშე ზღვაა.
- ეზექიელი 47:11ჭაობები და ჭანჭყობები არ განიკურნება, სამარილედ დარჩება.
- შესაქმე 13:13ბოროტნი იყვნენ სოდომელნი და დიდად სცოდავდნენ უფალს.
- შესაქმე 19:24აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორს გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან.
- შესაქმე 19:25დაამხო ეს ქალაქები და მთელი მხარე, ამ ქალაქების მთელი მოსახლეობა და დედამიწის აღმონაცენი.
- მეორე სთვლისაება 29:23გოგირდი და მარილი! გადაბუგულია მთელი მიწა, არ ითესება და არც არაფერი იზრდება, არა ბალახი არ ამოდის! დაიქცა როგორც სოდომი და გომორი, ადმა და ცებოიმი, რომლებიც დააქცია უფალმა თავისი რისხვითა და წყრომით.
- მეორე სთვლისაება 29:28მოისროლა ისინი უფალმა თავიანთი მიწიდან რისხვით, ბრაზით და დიდი წყრომით და გადააგდო სხვა ქვეყანაში, სადაც დღეს არიან.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 107
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 107 · გახსენი ბიბლიის მკითხველში