
იერემია 25:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამოვართვი თასი უფალს და შევასვი ყველა ხალხს, ვისთანაც გამაგზავნა უფალმა -
იერემია 25:17 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 25:17 კონტექსტში
25:15რადგან ასე მითხრა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: გამომართვი რისხვის ღვინით სავსე ეს თასი და შეასვი ყველა ხალხს, ვისთანაც გაგგზავნი.
25:16შესვან, შებარბაცდნენ და შეიშალონ მახვილის წინაშე, რომელსაც ჩავაგდებ მათ შორის.
25:17გამოვართვი თასი უფალს და შევასვი ყველა ხალხს, ვისთანაც გამაგზავნა უფალმა -
25:18იერუსალიმს, იუდას ქალაქებს და მის მეფეებს და მთავრებს, რომ გაეოხრებინა, გაეხადა შემზარავი და სამარცხვიხო სანახავი და შეეჩვენებინა, როგორც დღეს არიან,
25:19ფარაონს - ეგვიპტის მეფეს, მის მორჩილთ და მთვრებს, მთელ მის ხალხს,
პარალელური ადგილები: იერემია 25:17
- იერემია 1:10იცოდე, დამიდგენიხარ დღეს ხალხებზე და სამეფოებზე, რათა აღმოფხვრიდე. და ანადგურებდე, სპობდე და ამხობდე, აშენებდე და რგავდე.
- იერემია 25:28თუ უარს იტყვიან და არ გამოართმევენ თასს შესასმელად, უთხარი მათ: ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: უნდა შესვათ!
- იერემია 46:1უფლის სიტყვა, რომელიც იყო იერემია წინასწარმეტყველის მიმართ ნათქვამი ხალხებზე -
- იერემია 46:28ნუ გეშინია, ჩემო მორჩილო იაკობ, ამბობს უფალი, რადგან შენთანა ვარ. ბოლოს მოვუღებ ყველა ხალხს, ვისთანაც მყავხარ გაგდებული; შენ არ მოგიღებ ბოლოს, ოღონდ დაგსჯი სამართლიანად, დაუსჯელს არ დაგტოვებ.
- იერემია 27:3შეუთვალე ედომის მეფეს, მოაბის მეფეს, ყამონელთა მეფეს, ტვიროსის მეფეს და ციდონის მეფეს მოციქულთა პირით, რომელნიც იერუსალიმში მოვიდნენ ციდკიასთან, იუდას მეფესთან.
- ეზექიელი 43:3ეს ხილვა იმ ხილვას ჰგავდა, რომელიც ვიხილე ამასწინათ, იმ ხილვას ჰგავდა, რომელიც ვიხილე, როცა მოვიდა ქალაქის გასანადგურებლად; იმ ხილვებს ჰგავდა, რომლებიც ვიხილე მდინარე ქებარის პირას. და პირქვე დავემხე.
განაგრძე კითხვა: იერემია 25
სრულად წაიკითხე: იერემია 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში