
იერემია 26:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაიგეს ეს ამბავი იუდას მთავრებმა, ავიდნენ სამეფო სახლიდან უფლის სახლში და დასხდნენ უფლის ახალი კარიბჭის შესასვლელთან.
იერემია 26:10 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 26:10 კონტექსტში
26:8როცა დაასრულა იერემიამ ყველაფრის თქმა, რაც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის უფალს, რომ ხალხისთვის ეთქვა, შეიპყრეს იგი მღვდლებმა და წინასწარმეტყველებმა, მთელმა ხალხმა ყვირილით, მოსაკლავი ხარ!
26:9რატომ ქადაგობ უფლის სახელით, რომ ამბობ, სილოამივით დაინგრევაო ეს სახლი და ეს ქალაქიც გაოხრდება და გაუკაცრიელდებაო? შემოადგა მთელი ერი იერემიას უფლის სახლში.
26:10გაიგეს ეს ამბავი იუდას მთავრებმა, ავიდნენ სამეფო სახლიდან უფლის სახლში და დასხდნენ უფლის ახალი კარიბჭის შესასვლელთან.
26:11მოახსენეს მღვდლებმა და წინასწარმეტყველებმა მთავრებსა და მთელ ერს: სასიკვდილოა ეს კაცი, რადგან ამ ქალაქის საბოროტოდ ქადაგობს, როგორც თქვენი ყურით გაიგონეთ.
26:12უთხრა იერემიამ ყველა მთავარს და მთელ ერს: უფალმა მომავლინა, რომ ამ ქალაქის წინააღმდეგ მექადაგნა ყველა ეს სიტყვა, რაც გაიგონეთ.
პარალელური ადგილები: იერემია 26:10
- იერემია 36:10წაიკითხა ბარუქმა წიგნიდან მთელი ხალხის გასაგონად იერემიას სიტყვები უფლის სახლში, გემარიას, შაფან მწერლის ძის ოთახში, რომელიც მდებარეობდა ზემო ეზოში, უფლის სახლის კარიბჭის შესასვლელთან.
- იერემია 26:16უთხრეს მთავრებმა და მთელმა ერმა მღვდლებსა და წინასწარმეტყველთ: არ არის ეს კაცი სასიკვდილო, რადგან უფლის, ჩვენი ღვთის სახელით გველაპარაკება.
- იერემია 26:17წამოდგნენ ქვეყნის უხუცესთაგანნი და უთხრეს ხალხის მთელ კრებულს:
- იერემია 37:14მიუგო იერემთამ: ტყუილია. არ გადავდივარ ქალდეველებთან. მაგრამ არ დაუჯერა ირიამ იერემიას, შეიპყრო იგი და მთავრებთან მიიყვანა.
- იერემია 37:16როცა იერემია ჩავიდა დილეგში და კარგა ხანი დაჰყო იქ,
- ეზექიელი 22:6აჰა, ისრაელის მთავარნი - თითოეული თავის ძალას იკრებდა, რომ სისხლი დაეღვარა შენს შორის!
- იერემია 36:25კიდეც ევედრებოდნენ მეფეს ელნათანი, დელაია და გემარია, არ დაეწვა გრაგნილი, მაგრამ არ გაუგონა მათ.
- იერემია 26:24ხოლო იერემიას ახიკამ შაფანის ძის ხელი იფარავდა, რომ ხალხის ხელში არ ჩავარდნილიყო და არ მოეკლათ.
განაგრძე კითხვა: იერემია 26
სრულად წაიკითხე: იერემია 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში