
იერემია 36:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წაიკითხა ბარუქმა წიგნიდან მთელი ხალხის გასაგონად იერემიას სიტყვები უფლის სახლში, გემარიას, შაფან მწერლის ძის ოთახში, რომელიც მდებარეობდა ზემო ეზოში, უფლის სახლის კარიბჭის შესასვლელთან.
იერემია 36:10 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 36:10 კონტექსტში
36:8ყველაფერი ისე გააკეთა ბარუქ ნერიას ძემ, როგორც დაავალა მას იერემია წინასწარმეტყველმა, რომ წაეკითხა წიგნიდან უფლის სიტყვები უფლის სახლში.
36:9იუდას მეფის, იეჰოაკიმ იოშიას ძის, მეხუთე წელს, მეცხრე თვეს, გამოუცხადეს მარხვა უფლის წინაშე იერუსალიმის მთელ ხალხს და ყველას, ვინც კი იუდას ქალაქებიდან იერუსალიმში იყო მოსული.
36:10წაიკითხა ბარუქმა წიგნიდან მთელი ხალხის გასაგონად იერემიას სიტყვები უფლის სახლში, გემარიას, შაფან მწერლის ძის ოთახში, რომელიც მდებარეობდა ზემო ეზოში, უფლის სახლის კარიბჭის შესასვლელთან.
36:11გაიგონა მიქაიამ, შაფანის ძემ, გემარიას ძემ, უფლის სიტყვები, წიგნიდან წაკითხული,
36:12ჩავიდა მეფის სახლში, მეფის მწერლის ოთახში, სადაც იჯდა ყველა მთავარი, ელიშამაყ მწერალი, დალაია შემაყიას ძე, ელნათან ყაქბორის ძე, გემარია შაფანის ძე, ციდკია ხანანიას ძე და ყველა მთავარი.
პარალელური ადგილები: იერემია 36:10
- იერემია 36:11გაიგონა მიქაიამ, შაფანის ძემ, გემარიას ძემ, უფლის სიტყვები, წიგნიდან წაკითხული,
- იერემია 26:10გაიგეს ეს ამბავი იუდას მთავრებმა, ავიდნენ სამეფო სახლიდან უფლის სახლში და დასხდნენ უფლის ახალი კარიბჭის შესასვლელთან.
- იერემია 52:25ქალაქიდან წაიყვანა ერთი საჭურისი, რომელიც მეომართა ზედამხედველად იყო, შვიდი კაცი, მეფის პირის მჭვრეტელი, რომლებიც ქალაქში აღმოჩნდნენ, მთავარი მწერალი მხედართმთავრისა, ქვეყნის ერის ჯარში გამწვევი, და სამოცი კაცი ქვეყნის ერიდან, ვინც ქალაქში აღმოჩნდნენ.
- მეფეთა ბ 8:17ცადოკ ახიტუბის ძე და ახიმელექ აბიათარის ძე მღვდლები იყვნენ, ხოლო სერაია - მწერალი.
- იერემია 36:25კიდეც ევედრებოდნენ მეფეს ელნათანი, დელაია და გემარია, არ დაეწვა გრაგნილი, მაგრამ არ გაუგონა მათ.
- იერემია 29:3გაუგზავნა ელყასა შაფანის ძის და გემარია ხილკიას ძის ხელით, რომლებიც მიავლინა იუდას მეფემ ციდკიამ ნაბუქოდონოსორთან, ბაბილონის მეფესთან, ბაბილონში.
- იერემია 36:6შენ თვითონ წადი უფლის სახლში და, მარხვის დღეს, ხალხის გასაგონად წაიკითხე ეს გრაგნილი, რომელზეც ჩემი კარნახით გაქვს უფლის სიტყვები დაწერილი; მთელი იუდას ხალხის და მისი ქალაქვბიდან მოსულთა გასაგონად წაიკითხე.
- მეფეთა ბ 20:25შევა-მწერალი, ცადოკი და აბიათარი - მღვდლები.
განაგრძე კითხვა: იერემია 36
სრულად წაიკითხე: იერემია 36 · გახსენი ბიბლიის მკითხველში