
იერემია 26:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ არ გაუგონებთ ჩემს მორჩილთ - წინასწარმეტყველებს, რომელთაც გამუდმებით გიგზავნიდით და გიგზავნიდით, მაგრამ არ უგონებდით მათ,
იერემია 26:5 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 26:5 კონტექსტში
26:3იქნებ გაიგონ და მოიქცნენ თავიანთი ბოროტი გზიდან და მეც თავს შევიკავებ ბოროტისგან, რასაც მათ ვუპირებდი მათი ბოროტი საქმეების გამო.
26:4უთხარი მათ: ასე ამბობს უფალი; თუ არ გამიგონებთ და არ მოიქცევით ჩემი რჯულის თანახმად, როგორც დამიწესებია თქვენთვის,
26:5თუ არ გაუგონებთ ჩემს მორჩილთ - წინასწარმეტყველებს, რომელთაც გამუდმებით გიგზავნიდით და გიგზავნიდით, მაგრამ არ უგონებდით მათ,
26:6ისევე მოვექცევი ამ სახლს, როგორც სილოამს მოვექეცი: დედამიწის ყველა ხალხის შესაჩვენებლად გავხდი ამ ქალაქს.
26:7უსმენდნენ მღვდლები და წინასწარმეტყველნი იერემიას. როცა ის ამბობდა ამ სიტყვებს უფლის სახლში.
პარალელური ადგილები: იერემია 26:5
- იერემია 11:7რადგან ვაფრთხილებდი თქვენს მამა-პაპას, როცა გამომყავდა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან, და დღემდეც განუწყვეტლივ გაფრთხილებთ: გაიგონეთ ჩემი ხმა!
- იერემია 25:3იუდას მეფის, იოშია ამონის ძის მეცამეტე წლიდან ამ დღემდე, უკვე ოცდასამი წელია, რაც მეცხადებოდა უფლის სიტყვა. თავდადებით, განუწყვეტლივ გიქადაგებდით, მაგრამ არ გესმოდათ.
- იერემია 25:4გიგზავნიდათ უფალი თავის მორჩილებს, წანასწარმეტყველებს, განუწყვეტლივ გიგზავნიდათ, მაგრამ თქვენ გაგონება არ გინდოდათ, ყურს არ ათხოვებდით მოსასმენად.
- იერემია 7:25იმ დღიდან, რაც თქვენი მამა-პაპა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიდა, დღემდე გიგზავნით და გიგზავნით გამუდმებით ჩემს მორჩილთ - წინასწარმეტყველებს.
- იერემია 7:13ახლა, რაკი ყველაფერს ამას სჩადიხართ, ამბობს უფალი, არ გესმით, რასაც დილიდან გელაპარაკებით, გეძახით და პასუხს არ მაგონებთ,
- ეზრა 9:11შენს მორჩილთა - წინასწარმეტყველთა - ხელით რომ გვამცნე: ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლად მიდიხართ, უწმიდურიაო იქ მცხოვრებთა უწმიდურობის და სიბილწეთა გამო, კიდით კიდემდე აქვთ ავსებულიო თავიანთი სიბინძურით.
- ამოსი 3:7რადგან არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არა გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მორჩილთ, წინასწარმეტყველთ.
- გამოცხადება 10:7არამედ იმ დღეებში, როცა ხმას გაიღებს მეშვიდე ანგელოზი, როცა ის ჩაბერავს საყვირს, აღსრულდება ღმრთის საიდუმლო, რომელიც მან ახარა მონებს თვისას - წინასწარმეტყველთ.
განაგრძე კითხვა: იერემია 26
სრულად წაიკითხე: იერემია 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში