
იერემია 27:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი სვეტებზე, სპილენძის ავაზანზე, კვარცხლბეკებზე და ამ ქალაქში დარჩენილ სხვა ჭურჭელზე,
იერემია 27:19 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 27:19 კონტექსტში
27:17ნუ დაუჯერებთ მათ, დაემორჩილეთ ბაბილონის მეფეს და ცოცხლები დარჩებით. რისთვის უნდა აოხრდეს ეს ქალაქი?
27:18თუ წინასწარმეტყველნი არიან ისინი და თუ უფლის სიტყვა აქვთ მათ, შეევედრონ ცაბაოთ უფალს, რომ უფლის სახლში, იუდას მეფის სახლში და იერუსალიმში დარჩენილი ჭურჭელი არ წავიდეს ბაბილონს.
27:19რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი სვეტებზე, სპილენძის ავაზანზე, კვარცხლბეკებზე და ამ ქალაქში დარჩენილ სხვა ჭურჭელზე,
27:20რომლებიც არ წაუღია ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, როცა იერუსალიმიდან ბაბილონში გადაასახლა იუდას მეფე იექონია, იეჰოაკიმის ძე, იუდასა და იერუსალიმის წარჩინებულებთან ერთად.
27:21რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, უფლის სახლში, იუდას მეფის სახლში და იერუსალიმში დარჩენილ ჭურჭლებზე:
პარალელური ადგილები: იერემია 27:19
- იერემია 52:17სპილენძის სვეტები, უფლის სახლს რომ ჰქონდა, კვარცხლბეკები და სპილენძის ზღვა, უფლის სახლში რომ იყო, დალეწეს ქალდეველებმა და მთელი მათი სპილენძი ბაბილონში გაზიდეს.
- იერემია 52:23ბროწეულები ოთხმოცდათექვსმეტი იყო ყოველ მხარეს; სულ ასი იყო ბროწეული ცხაურზე, ირგვლივ.
- ნეშტთა შორისა ბ 4:2ჩამოასხა სპილენძის ზღვა, სრულიად მრგვალი, იგი კიდით კიდემდე ათი წყრთა იყო. სიმაღლე ხუთი წყრთა ჰქონდა, ოცდაათი წყრთა ძაფი სწვდებოდა გარს.
- ნეშტთა შორისა ბ 4:16ქვაბები, აქანდაზები, ჩანგლები და ყველა სხვა ჭურჭელი, რაც კი ხურამმა სოლომონს გაუკეთა უფლის სახლისათვის, მბზინვარე სპილენძისა იყო.
განაგრძე კითხვა: იერემია 27
სრულად წაიკითხე: იერემია 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში