
იერემია 27:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნუ დაუჯერებთ მათ, დაემორჩილეთ ბაბილონის მეფეს და ცოცხლები დარჩებით. რისთვის უნდა აოხრდეს ეს ქალაქი?
იერემია 27:17 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 27:17 კონტექსტში
27:15რადგან მე არ მომივლენია ისინი, ამბობს უფალი; ცრუდ წინასწარმეტყველებენ ჩემი სახელით, რათა განგდევნოთ და დაიღუპოთ თქვენს წინასწარმეტყველებთან ერთად.
27:16მღვდლებსა და მთელ ამ ერს ველაპარაკე და ვუთხარი: ასე ამბობს-მეთქი უფალი: ნუ დაიჯერებთ თქვენს წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომ გიქადაგებენ: აჰა, სადაც არის დაბრუნდება ბაბილონიდან უფლის სახლის ჭურჭელიო. რადგან სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ.
27:17ნუ დაუჯერებთ მათ, დაემორჩილეთ ბაბილონის მეფეს და ცოცხლები დარჩებით. რისთვის უნდა აოხრდეს ეს ქალაქი?
27:18თუ წინასწარმეტყველნი არიან ისინი და თუ უფლის სიტყვა აქვთ მათ, შეევედრონ ცაბაოთ უფალს, რომ უფლის სახლში, იუდას მეფის სახლში და იერუსალიმში დარჩენილი ჭურჭელი არ წავიდეს ბაბილონს.
27:19რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი სვეტებზე, სპილენძის ავაზანზე, კვარცხლბეკებზე და ამ ქალაქში დარჩენილ სხვა ჭურჭელზე,
პარალელური ადგილები: იერემია 27:17
- იერემია 38:17უთხრა იერემიამ ციდკიას: ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ისრაელის ღმერთი: თუ ჩაბარდები ბაბილონის მეფის სარდლებს, სიცოცხლეს იხსნი და ეს ქალაქიც არ დაიწვება ცეცხლში. შენც გადარჩები და შენი სახლიც.
- იერემია 27:11ხოლო ხალხს, რომელიც მოიხრის ქედს ბაბილონის მეფის უღლის ქვეშ და დაემორჩილება, დავტოვებ თავის მიწაზე, ამბობს უფალი; დაამუშავებენ მას და იცხოვრებენ იქ.
- იერემია 27:13რისთვის უნდა დაიხოცოთ შენ და შენი ერი მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით, როგორც დაემუქრა უფალი იმ ხალხს, რომელიც არ დაემორჩილება ბაბილონის მეფეს.
- იერემია 38:23ყველა შენს ცოლს და შვილს ქალდეველებს მიჰგვრიან; ვერც შენ გაექცევი მათ, რადგან ბაბილონის მეფის ხელში ჩავარდები და ეს ქალაქიც ცეცხლში დაიწვება.
- იერემია 7:34გავაუქმებ იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში ხმას მხიარულებისას და ხმას სიხარულისას, ხმას სიძისას და ხმას პატარძლისას, რადგან გაუდაბურდება მთელი ქვეყანა.
განაგრძე კითხვა: იერემია 27
სრულად წაიკითხე: იერემია 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში