გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

იერემია 27:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იერემია 27:7

ყველა ხალხი დაემორჩილება მას, მის შვილს და მის შვილთაშვილს, ვიდრე არ დაუდგება ჟამი მის ქვეყანასაც, როცა დაიმორჩილებენ მრავალრიცხოვანი ხალხები და დიდი მეფეები.

იერემია 27:7 · საქართველოს საპატრიარქო

იერემია 27:7 კონტექსტში

27:5მე შევქმენი მიწა, ადამიანი და ბირუტყვი მიწის პირზე ჩემი დიდი ძალითა და მოღერებული მკლავით, და მას ჩავაბარე, ვინც წრფელად მიჩნდა ჩემს თვალში.

27:6ამიერიდან მთელი ეს ქვეყნები ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ჩემს მორჩილს, უნდა ჩავაბარო ხელში; ველის მხეცებიც მისთვის ჩამიბარებია, რათა ემორჩილებოდნენ მას.

27:7ყველა ხალხი დაემორჩილება მას, მის შვილს და მის შვილთაშვილს, ვიდრე არ დაუდგება ჟამი მის ქვეყანასაც, როცა დაიმორჩილებენ მრავალრიცხოვანი ხალხები და დიდი მეფეები.

27:8თუ იქნა ისეთი ხალხი და სამეფო, რომლებიც არ დაემორჩილებიან მას, ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, და ქედს არ მოიხრიან ბაბილონის მეფის უღლის ქვეშ; მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით დავსჯი ამ ხალხს, ამბობს უფალი, ვიდრე მისი ხელით საბოლოოდ არ გავანადგურებ.

27:9თქვენ კი, ნუ დაუჯერებთ ნურც თქვენს წინასწარმეტყველებს, ნურც თქვენს მისნებს, ნურც თქვენს სიზმრებს, ნურც თქვენს მკითხავებს და ნურც თქვენს ჯადოქრებს, რომლებიც გეუბნებიან: ნუ დაემორჩილებით ბაბილონის მეფესო.

პარალელური ადგილები: იერემია 27:7

განაგრძე კითხვა: იერემია 27

სრულად წაიკითხე: იერემია 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში