
იერემია 27:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ იქნა ისეთი ხალხი და სამეფო, რომლებიც არ დაემორჩილებიან მას, ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, და ქედს არ მოიხრიან ბაბილონის მეფის უღლის ქვეშ; მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით დავსჯი ამ ხალხს, ამბობს უფალი, ვიდრე მისი ხელით საბოლოოდ არ გავანადგურებ.
იერემია 27:8 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 27:8 კონტექსტში
27:6ამიერიდან მთელი ეს ქვეყნები ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ჩემს მორჩილს, უნდა ჩავაბარო ხელში; ველის მხეცებიც მისთვის ჩამიბარებია, რათა ემორჩილებოდნენ მას.
27:7ყველა ხალხი დაემორჩილება მას, მის შვილს და მის შვილთაშვილს, ვიდრე არ დაუდგება ჟამი მის ქვეყანასაც, როცა დაიმორჩილებენ მრავალრიცხოვანი ხალხები და დიდი მეფეები.
27:8თუ იქნა ისეთი ხალხი და სამეფო, რომლებიც არ დაემორჩილებიან მას, ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, და ქედს არ მოიხრიან ბაბილონის მეფის უღლის ქვეშ; მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით დავსჯი ამ ხალხს, ამბობს უფალი, ვიდრე მისი ხელით საბოლოოდ არ გავანადგურებ.
27:9თქვენ კი, ნუ დაუჯერებთ ნურც თქვენს წინასწარმეტყველებს, ნურც თქვენს მისნებს, ნურც თქვენს სიზმრებს, ნურც თქვენს მკითხავებს და ნურც თქვენს ჯადოქრებს, რომლებიც გეუბნებიან: ნუ დაემორჩილებით ბაბილონის მეფესო.
27:10რადგან მხოლოდ სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ ისინი, რათა მოშორდეთ თქვენს მიწას, რომ მე განგდევნოთ და დაიღუპოთ.
პარალელური ადგილები: იერემია 27:8
- იერემია 38:17უთხრა იერემიამ ციდკიას: ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ისრაელის ღმერთი: თუ ჩაბარდები ბაბილონის მეფის სარდლებს, სიცოცხლეს იხსნი და ეს ქალაქიც არ დაიწვება ცეცხლში. შენც გადარჩები და შენი სახლიც.
- იერემია 38:19უთხრა მეფე ციდკიამ იერემიას: იუდაელებისა მეშინია, ქალდეველთა მხარეზე რომ არიან გადასული. მათ ხელთ არ მიმცენ, რომ შეურაცხმყონ.
- იერემია 24:10მივუვლენ მახვილს, შიმშილს და შავ ჭირს, ვიდრე არ აღვგვი იმ ქვეყნიდან, რომელიც მათთვის და მათი მამა-პაპისთვის მაქვს მიცემული.
- ეზექიელი 14:21რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ჩემი ოთხი მძიმე სასჯელიც რომ მოვუვლინო იერუსალიმს - მახვილი, შიმშილი, სასტიკი მხეცი და ჟამი - ქვეყნად კაცისა და საქონლის გასაწყვეტად,
- ეზექიელი 17:19ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვფიცავ, თუ მის თავზე არ მოვაქციე ჩემი ფიცი, რომელიც შეიძულა, და ჩემი აღთქმა, რომელიც დაარღვია!
- ეზექიელი 17:21მახვილით დაეცემა, ვინც კი გაიქცევა მისი რაზმიდან; დარჩენილები კი ყველა ქარის მიმართ გაიფანტებიან. მაშინ მიხვდებით, რომ მე, უფალი, ვლაპარაკობდი.
- იერემია 42:10თუ დარჩებით ამ ქვეყანაში, აგაშენებთ და აღარ დაგაქცევთ, დაგნერგავთ და აღარ ამოგძირკვავთ, რადგან ვწუხვარ, რაც უბედურება დაგმართეთ.
- იერემია 42:18რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: როგორც იერუსალიმზე გადმოინთხა ჩემი მძვინვარება და რისხვა, ასევე გადმოინთხევა ჩემი რისხვა თქვენზე, როცა ეგვიპტეში მიხვალთ. შესაჩვენებელი, შესაზარებელი, საგინებელი და შესარცხვენელი გახდებით და ვეღარასოდეს იხილავთ ამ ადგილს.
განაგრძე კითხვა: იერემია 27
სრულად წაიკითხე: იერემია 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში