
იერემია 29:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რომ ამბობთ, წინასწარმეტყველნი აღგვიდგინაო უფალმა ბაბილონში,
იერემია 29:15 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 29:15 კონტექსტში
29:13დამიწყებთ ძებნას და მიპოვნით, თუ მთელი გულით მეძებეთ.
29:14მოვიძებნები თქვენთვის, ამბობს უფალი. დაგიბრუნებთ წარტაცებულს, შემოგკრებთ ყველა ხალხისგან და ყველა ადგილიდან, სადაც კი გაგდებული მყავხართ, ამბობს უფალი; დაგაბრუნებთ იმ ადგილას, საიდანაც გადაგასახლეთ.
29:15რომ ამბობთ, წინასწარმეტყველნი აღგვიდგინაო უფალმა ბაბილონში,
29:16ასე ამბობს უფალი მეფეზე, დავითის მოსაყდრეზე, და მთელ ერზე, ამ ქალაქის მკვიდრზე, თქვენს ძმებზე, რომელნიც არ წამოსულან თქვენთან ერთად გადასახლებაში;
29:17ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, მოვუვლენ მათ მახვილს, შიმშილს და შავ ჭირს, გავხდი მათ დამპალი ლეღვივით, საჭმელად რომ არ ვარგა;
პარალელური ადგილები: იერემია 29:15
- ეზექიელი 1:1ოცდამეათე წელს, მეოთხე თვის მეხუთე დღეს, როცა ტყვეთა შორის ვიმყოფებოდი მდინარე ქებარის პირას, გაიხსნა ცა და ვიხილე ღვთიური ხილვები.
- ეზექიელი 1:3გამოეცხადა უფლის სიტყვა ეზეკიელს, ბუზის ძეს, მღვდელს, ქალდეველთა ქვეყანაში, მდინარე ქებარის პირას, და იყო იქ მასზე უფლის ხელი.
- იერემია 29:8რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: არ შეგაცდინონ თქვენ შორის მყოფმა წინასწარმეტყველებმა ან თქვენმა მისნებმა, არ დაუჯეროთ თქვენს სიზმრებს, რომლებიც გესიზმრებათ;
- იერემია 29:9რადგან სიცრუეა, რასაც ისინი გიქადაგებენ ჩემი სახელით; მე არ მომივლენია ისინი, ამბობს უფალი.
- იერემია 28:1იმავე წელს, იუდას მეფის ციდკიას მეფობის დასაწყისში, მეოთხე წლის მეხუთე თვეს ხანანია ყაზურის ძემ, გაბაონელმა წინასწარმეტყველმა მითხრა უფლის სახლში მღვდლებისა და მთელი ხალხის თვალწინ:
- იერემია 28:17და მოკვდა ხანანია წინასწარმეტყველი იმავე წლის მეშვიდე თვეს.
განაგრძე კითხვა: იერემია 29
სრულად წაიკითხე: იერემია 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში