
იერემია 29:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, მოვუვლენ მათ მახვილს, შიმშილს და შავ ჭირს, გავხდი მათ დამპალი ლეღვივით, საჭმელად რომ არ ვარგა;
იერემია 29:17 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 29:17 კონტექსტში
29:15რომ ამბობთ, წინასწარმეტყველნი აღგვიდგინაო უფალმა ბაბილონში,
29:16ასე ამბობს უფალი მეფეზე, დავითის მოსაყდრეზე, და მთელ ერზე, ამ ქალაქის მკვიდრზე, თქვენს ძმებზე, რომელნიც არ წამოსულან თქვენთან ერთად გადასახლებაში;
29:17ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, მოვუვლენ მათ მახვილს, შიმშილს და შავ ჭირს, გავხდი მათ დამპალი ლეღვივით, საჭმელად რომ არ ვარგა;
29:18მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით დავუწყებ დევნას, გავხდი საფრთხობელად ყველა სამეფოსთვის დედამიწის ზურგზე, შესაჩვენებლად, შესაზარად, სამასხროდ და სასირცხოდ ყველა ხალხში, სადაც გაგდებული მეყოლებიან.
29:19იმის სანაცვლოდ, რომ არ ესმოდათ ჩემი სიტყვა, ამბობს უფალი, გიგზავნიდით ჩემს მორჩილთ, წინასწარმეტყველებს, გამუდმებით გიგზავნიდით და არ უსმენდით, ამბობს უფალი.
პარალელური ადგილები: იერემია 29:17
- იერემია 24:8ცუდ ლეღვზე, რომელიც არ იჭმევა სიცუდის გამო, ასე თქვა უფალმა: ასე მოვექცევი იუდას მეფეს ციდკიას, მის მთავრებს, დანარჩენ იერუსალიმს, ამ ქვეყანაში რომ დარჩნენ, და ეგვიპტის ქვეყანაში მცხოვრებთ.
- იერემია 24:10მივუვლენ მახვილს, შიმშილს და შავ ჭირს, ვიდრე არ აღვგვი იმ ქვეყნიდან, რომელიც მათთვის და მათი მამა-პაპისთვის მაქვს მიცემული.
- იერემია 29:18მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით დავუწყებ დევნას, გავხდი საფრთხობელად ყველა სამეფოსთვის დედამიწის ზურგზე, შესაჩვენებლად, შესაზარად, სამასხროდ და სასირცხოდ ყველა ხალხში, სადაც გაგდებული მეყოლებიან.
- იერემია 52:6მეოთხე თვეს, თვის ცხრაში, გაძლიერდა შიმშილი ქალაქში და არ იყო პური ქვეყნის ერისთვის.
- ლუკას სახარება 21:23ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ დღეებში, ვინაიდან მოიწევა მაშინ დიდი ჭირი ამ ქვეყნად და რისხვა ამ ხალხის თავზე.
- ეზექიელი 14:12იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
- ეზექიელი 14:21რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ჩემი ოთხი მძიმე სასჯელიც რომ მოვუვლინო იერუსალიმს - მახვილი, შიმშილი, სასტიკი მხეცი და ჟამი - ქვეყნად კაცისა და საქონლის გასაწყვეტად,
- იერემია 34:17ამიტომ ასე ამბობს უფალი: რაკი არ დამემორჩილეთ და არ გაუშვით თითოეულმა თავისი მოძმე და თითოეულმა თავის მახლობელი, აჰა, მე გამოვუშვებ, ამბობს უფალი, მახვილს, შავ ჭირსა და შიმშილს თქვენზე და გაგხდით სააბუჩოდ ქვეყნის ყველა სამეფოსთვის.
განაგრძე კითხვა: იერემია 29
სრულად წაიკითხე: იერემია 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში