
იერემია 3:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა გაბევრდებით და იმრავლებთ ქვეყანაზე, იმ დროს, ამბობს უფალი, აღარ იტყვიან: უფლის აღთქმის კიდობანიო. გულშიაც არ გაივლებენ, არც გაიხსენებენ, არც მოისაკლისებენ, აღარ გაკეთდება.
იერემია 3:16 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 3:16 კონტექსტში
3:14მოიქეცით, გაქცეულო შვილებო, ამბობს უფალი, რადგან მე ვარ თქვენი პატრონი. სათითაოდ გამოგიყვანთ ქალაქიდან, ორ-ორს - საგვარეულოდან, და მიგიყვანთ სიონში.
3:15დაგიყენებთ ჩემი გულით ამორჩეულ მწყემსს და ის დაგმწყემსავთ თქვენ გონივრულად და ბრძნულად.
3:16როცა გაბევრდებით და იმრავლებთ ქვეყანაზე, იმ დროს, ამბობს უფალი, აღარ იტყვიან: უფლის აღთქმის კიდობანიო. გულშიაც არ გაივლებენ, არც გაიხსენებენ, არც მოისაკლისებენ, აღარ გაკეთდება.
3:17იმხანად უფლის ტახტად იქნება წოდებული იერუსალიმი; მასთან მოიყრის თავს ყველა ხალხი იერუსალიმში უფლის სახელით და აღარ აჰყვებიან ბოროტ გულისთქმას.
3:18იმჟამად მივა იუდას სახლი ისრაელის სახლთან და ერთად წავლენ ჩრდილოეთის ქვეყნიდან იმ ქვეყნისაკენ, რომელიც თქვენს მამა-პაპას დავუმკვიდრე.
პარალელური ადგილები: იერემია 3:16
- ესაია 65:17რადგან, აჰა, შევქმნი ახალ ცას და ახალ მიწას, აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა.
- ეზექიელი 37:26დავუდებ მათ მშვიდობის აღთქმას და საუკუნო აღთქმა იქნება მათთვის; დავამკვდრებ მათ და გავამრავლებ, მათ შორის დავდგამ ჩემს საწმიდარს საუკენოდ.
- ამოსი 9:14დავაბრუნებ ტყვეობიდან ჩემს ერს, ისრაელს; ააშენებენ გაუკაცურებულ ქალაქებს და დასახლდებიან; ჩაყრიან ვენახებს და დალევენ მათ ღვინოს, გააშენებენ ბაღებს და შეჭამენ მათ ხილს.
- ამოსი 9:15დავნერგავ მათ თავიანთ მიწაზე და აღარ აღმოიფხვრებიან თავიანთი მიწიდან, რომელიც მივეცი მათ, ამბობს უფალი, შენი ღმერთი.
- ზაქარია 8:4ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კვლავ ისხდებიან ბერიკაცები და დედაბრები იერუსალიმის ქუჩებში, ყველას არგანი ეჭირება ხელში დღეთა სიმრავლის გამო.
- ზაქარია 8:5ქალაქის მოედნები სავსე იქნება ბიჭებით და გოგონებით, ითამაშებენ მის მოედნებზე.
- ოსეა 1:10ზღვის ქვიშასავით იქნება ისრაელიანთა რიცხვი, რომელიც არც გაიზომება და არც აღირიცხება; და ნაცვლად იმისა, რომ უთხრან ლოყამი ხართო, ეტყვიან ცოცხალი ღმერთის შვილები ხართო.
- ოსეა 1:11შეიყრებიან ერთად იუდაელები და ისრაელიანები და დაისვამენ ერთ მთავარს და გამოვლვნ ქვეყნიდან, რადან დიდი იქნება იზრეყელის დღე.
განაგრძე კითხვა: იერემია 3
სრულად წაიკითხე: იერემია 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში