
იერემია 3:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაგრამ სირცხვილმა შეჭამა ჩვენი მამა-პაპის ნაჭირნახულევი სიყმაწვილის დროიდან - მათი ცხვარი და ძროხა, ვაჟები და ქალიშვილები.
იერემია 3:24 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 3:24 კონტექსტში
3:22მოიქეცით ჩემკენ, გაქცეულო შვილებო! მე განვკურნავ თქვენს განდგომილებას. აჰა, მოვედით შენთან, რადგან შენ უფალი ხარ, ჩვენი ღმერთი.
3:23ჭეშმარიტად, სიცრუეა გორაკები და ხალხმრავალი მთები! ჭეშმარიტად უფალში, ჩვენს ღმერთშია ისრაელის ხსნა!
3:24მაგრამ სირცხვილმა შეჭამა ჩვენი მამა-პაპის ნაჭირნახულევი სიყმაწვილის დროიდან - მათი ცხვარი და ძროხა, ვაჟები და ქალიშვილები.
3:25ჩვენს სირცხვილში ვწევართ და ჩვენივე შერცხვენა გვახურავს ზედ, რადგან ვცოდავთ უფალს, ჩვენს ღმერთს, ჩვენ და ჩვენი მამა-პაპა სიყმაწვილიდან დღემდე და არ გვესმის უფლის, ჩვენი ღვთის სიტყვა.
პარალელური ადგილები: იერემია 3:24
- ოსეა 9:10ყურძენივით ვიპოვე უდაბნოში ისრაელი; როგორც პირველი ნაყოფი ლეღვის ხეზე, როგორც მისი ნათავარი, ისე მივიჩნიე თქვენი მამა-პაპა; მაგრამ ბაყალ-ფეღორთან წავიდნენ ისინი, სირცხვილს შესწირეს თავი და ვინც შეიყვარეს, მათსავით საძაგლები შეიქნენ.
- ოსეა 2:8მაშინ კი არ იცოდა, რომ მე ვაძლევდი მას პურს, ღვინოს და ზეთს, რომ მე გავუმრავლე ოქრო და ვერცხლი, რომელსაც ბაალს ახარჯავდა.
- ეზექიელი 16:61გავიხსენებ შენს საქციელს და შეგრცხვება, როცა შენს უფროს და უმცროს დებს მიიღებ; ასულებად მოგცემ მათ, მაგრამ არა შენი აღთქმის საზღაურად.
- ეზექიელი 16:63რათა გახსოვდეს და გრცხვენოდეს, ვეღარ გააღო პირი სირცხვილისგან, როცა ყველაფერს გაპატიებ, რაც ჩაიდინე, ამბობს უფალი.
- იერემია 11:13რადგან რამდენი ქალაქიც გაქვს, იმდენი ღმერთი გყავს, იუდავ! რამდენი ქუჩაც არის იერუსალიმში, იმდენი სამარცხვინო სამსხვერპლო გაქვს აღმართული, ბაალის შესაბოლებელი სამსხვერპლო.
- ოსეა 10:6თავად მას კი იარებ მეფეს მიართმევენ ძღვნად; სირცხვილი აიტანს ეფრემს და ისრაელს შერცხვება თავისი განზრახვისა.
განაგრძე კითხვა: იერემია 3
სრულად წაიკითხე: იერემია 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში