
იერემია 3:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განა სამუდამოდ იმრისხანებს, ბოლომდე ხომ არ ჩაიმარხავსო! აჰა, თქვი და ჩაიდინე ბოროტება, გაბედე.
იერემია 3:5 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 3:5 კონტექსტში
3:3შეკავდა წვიმები და გაზაფხულის წვიმაც არ მოსულა. მეძავის შუბლი გქონდა, არ გახსოვდა სირცხვილი.
3:4წეღან არ იყო, რომ მეძახდი: მამაჩემო, ჩემი სიყმაწვილის წინამძღვარი ხარო.
3:5განა სამუდამოდ იმრისხანებს, ბოლომდე ხომ არ ჩაიმარხავსო! აჰა, თქვი და ჩაიდინე ბოროტება, გაბედე.
3:6მითხრა უფალმა მეფე იოშიას დროს: ნახე, რა ჩაიდინა განმდგარმა ისრაელმა? დადიოდა ყველა მაღალ გორაკზე და ყველა ხემხვივანის ქვეშ და ბოზობდა იქ.
3:7მე ვთქვი მას შემდეგ, რაც ყოველივე ეს ჩაიდინა: ჩემკენ მოიქეცი-მეთქი! მაგრამ არ მოქცეულა. ხედავდა ამას მისი მოღალატე დაჲ იუდა.
პარალელური ადგილები: იერემია 3:5
- ესაია 57:16რადგან საუკუნოდ არ ვიქნები დამუქრებული და სამუდამოდ არ ვიქნები განრისხებული, რადგან ჩემგნით არის სული ხორცშესხმული და სამშვინველნი მე შევქმენი.
- მიქა 7:3გაწაფულია მათი ხელები ბოროტის ქმნაში; მთავარი და მსაჯული გასამრჯელოს მოითხოვენ; დიდებული სიხარბეს იჩენს და სამართალს ამრუდებს.
- იერემია 3:12წადი და ჩრდილოეთით გასძახე ეს სიტყვები, ამცნე: მოიქეცი, განდგომილო ისრაელო, ამბობს უფალი. არ მოვაწევ თქვენზე რისხვას, რადგან მოწყალე ვარ, ამბობს უფალი, არ ვიმრისხანებ სამუდამოდ.
- მიქა 2:1ვაი ავისმზრახველთ და ბოროტისმოქმედთ, განთიადისას რომ სჩადიან თავიანთ საწოლებზე, როცა ძალა აქვთ ხელებში!
- ეზექიელი 22:6აჰა, ისრაელის მთავარნი - თითოეული თავის ძალას იკრებდა, რომ სისხლი დაეღვარა შენს შორის!
- ფსალმუნები 103:8შემბრალე და ლმობიერია უფალი, სულგრძელი და მრავალმოწყალე.
- ფსალმუნები 103:9არც სამუდამოდ იდავებს და არც საუკუნოდ გაწყრება.
- ფსალმუნები 85:5ნუთუ საუკუნოდ გაგვირისხდები, თაობიდან თაობამდე გააგრძელებ შენს მრისხანებას?
განაგრძე კითხვა: იერემია 3
სრულად წაიკითხე: იერემია 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში