
ფსალმუნი 103:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არც სამუდამოდ იდავებს და არც საუკუნოდ გაწყრება.
ფსალმუნი 103:9 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 103:9 კონტექსტში
103:7აუწყა თავისი გზები მოსეს, ისრაელიანებს - თავისი საქმენი.
103:8შემბრალე და ლმობიერია უფალი, სულგრძელი და მრავალმოწყალე.
103:9არც სამუდამოდ იდავებს და არც საუკუნოდ გაწყრება.
103:10არც ჩვენი ცოდვების მიხედვით მოგვაგო და არც ჩვენი ბრალისამებრ გადაგვიხადა.
103:11რადგან, რაოდენ ცა მაღალია დედამიწაზე, მისი წყალობაც ძლიერია მის მოშიშთა მიმართ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 103:9
- ესაია 57:16რადგან საუკუნოდ არ ვიქნები დამუქრებული და სამუდამოდ არ ვიქნები განრისხებული, რადგან ჩემგნით არის სული ხორცშესხმული და სამშვინველნი მე შევქმენი.
- ფსალმუნები 30:5რადგან წამიერია რისხვა მისი, ხოლო სიცოცხლე - მისი სურვილით; ღამით გლოვა დაისადგურებს, ხოლო ცისკრის ჟამს - მხიარულება.
- იერემია 3:5განა სამუდამოდ იმრისხანებს, ბოლომდე ხომ არ ჩაიმარხავსო! აჰა, თქვი და ჩაიდინე ბოროტება, გაბედე.
- მიქა 7:18რომელ ღმერთს მოუთმენია შენს გარდა უკეთურება და უპატიებია ცოდვა თავისი სამკვიდროს ნატამალისთვის? ის არ მრისხანებს სამუდამოდ, რადგან წყალობის მოყვარულია.
- მიქა 7:19კვლავ შეგვიბრალებს ჩვენ, დათრგუნავს ჩვენს უკეთურებებს. ზღვის უფსკრულებში მოისვრი ყველა მათ ცოდვას.
- იერემია 3:12წადი და ჩრდილოეთით გასძახე ეს სიტყვები, ამცნე: მოიქეცი, განდგომილო ისრაელო, ამბობს უფალი. არ მოვაწევ თქვენზე რისხვას, რადგან მოწყალე ვარ, ამბობს უფალი, არ ვიმრისხანებ სამუდამოდ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 103
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 103 · გახსენი ბიბლიის მკითხველში