
იერემია 31:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დავყურსავ მღვდლებს პოზიერი მსხვერპლით და ჩემი ერი გაძღება ჩემი დოვლათით, ამბობს უფალი;
იერემია 31:14 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 31:14 კონტექსტში
31:12მოვლენ და ზეიმს გამართავენ სიონის მაღლობზე; გაეშურებიან უფლის დოვლათისკენ - ხორბლისკენ, ღვინისკეხ, ზეთისკენ და ცხვარ-ძროხისკენ. თავად მორწყულ ბაღს დაემსგავსებიან და არ დაჭკნებინ არასოდეს.
31:13მაშინ გაიხარებს ქალწული ფერხულში, გაიხარებენ ჭაბუკები და ბერიკაცები. გლოვას სიხარულად შევუცვლი, ვანუგეშებ და მწუხარებას გავუქარვებ.
31:14დავყურსავ მღვდლებს პოზიერი მსხვერპლით და ჩემი ერი გაძღება ჩემი დოვლათით, ამბობს უფალი;
31:15ასე ამბობს უდალი: ხმა ისმის რამათში, მოთქმა და მწარე ტირილი; რახილი დასტირის თავის შვილებს, არ სურს ნუგეში თავის შვილებზე, რადგან აღარ არიან ისინი.
31:16ასე ამბობს უფალი, თავი შეიკავე ტირილისგან და ნუღარ დაღვრი ცრემლებს, რადგან არის შენი შრომის საზღაური, ამბობს უფალი; დაბრუნდებიან მტრის ქვეყნიდან.
პარალელური ადგილები: იერემია 31:14
- იერემია 31:25რადგან სულს მოვათქმევინებ დაღლილ-დაქანცულს და ყოველ ღონემიხდილს.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:9ხოლო თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წილხვედრი ხალხი, რათა ყველას აუწყოთ მისი სიქველე, ვინც სიბნელიდან გამოგიხმოთ, რომ გეხილათ მისი საოცარი ნათელი.
- იერემია 33:9სიხარულის წყაროდ იქცევა ჩემთვის იერუსალიმი და საქებ-სადიდებლად - ქვეყნის ხალხებისთვის, რომლებიც გაიგებენ ყველა სიკეთეს, რასაც გავუკეთებ მას. შეშინდებიან და თავზარი დაეცემათ ყველა იმ სიკეთისა და კეთილდღეობის გამო, რასაც მას მოვუტან.
- ეფესელთა მიმართ 3:19და, რაც ყოველგვარ შემეცნებას აღემატება, - შეცნობა ქრისტეს სიყვარულისა, რათა აღივსოთ ღვთის მთელი სავსებით.
- გამოცხადება 7:16ასე რომ, აღარც მოშივდებათ, არც მოსწყურდებათ, აღარც მზე დასწვავთ და აღარც ხვატი.
- გამოცხადება 7:17რადგანაც კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროსაკენ წარუძღვება მათ, და ღმერთი მათ თვალებზე სათითაოდ შეაშრობს ცრემლს.
- ქებათა ქება 5:1ჩავედი ჩემს ბაღში, სძალო, დაო ჩემო: მოვისთვლე მურრი და ჩემის სურნელებანი. ვიგემე პური ჩემი და თაფლი ჩემი, ვსვი ღვინო ჩემი და რძე ჩემი. ჭამეთ, მოყვასნო, სვით და დაითვრვნით, მეტრფენო!
- გამოცხადება 5:10რათა მეფეებად და ჩვენი ღმერთის მღვდლებად გექციეთ; და ვიმეფებთ დედამიწაზე.
განაგრძე კითხვა: იერემია 31
სრულად წაიკითხე: იერემია 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში