
გამოცხადება 7:16, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
ასე რომ, აღარც მოშივდებათ, არც მოსწყურდებათ, აღარც მზე დასწვავთ და აღარც ხვატი.
გამოცხადება 7:16 · საქართველოს საპატრიარქო
რას ამბობენ ეკლესიის მამები: გამოცხადება 7:16
4 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
ანდრია კესარიელი6 საუკუნე “ჭეშმარიტად ასეა! მათ ექნებათ პური ზეციური და წყალი ცხოველისა. აღარ შეაწუხებთ სენი და აღარ იხილავენ განსაცდელს, მზისა და პაპანაქების სახით წარმოდგენილს, ვინაიდან დასრულდა ტანჯვის ჟამი.”
ეკუმენიოსი6 საუკუნე ბოროდინი პ. მ.19 საუკუნე იგნატი (ბრიანჩანინოვი)19 საუკუნე
1 / 4
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 4 განმარტება.
გამოცხადება 7:16 კონტექსტში
7:14მე მივუგე: უფალო ჩემო, შენ იცი. ხოლო მან მითხრა: ესენი არიან დიდი ურვიდან მოსულნი, რომელთაც გარეცხეს და კრავის სისხლით გაასპეტაკეს თავიანთი სამოსი.
7:15ამიტომაც არიან ღვთის ტახტის წინაშე, ვისაც დღე და ღამ ემსახურებიან მის ტაძარში, და ტახტზე მჯდომარე დაიფარავს მათ თავისი კარვით.
7:16ასე რომ, აღარც მოშივდებათ, არც მოსწყურდებათ, აღარც მზე დასწვავთ და აღარც ხვატი.
7:17რადგანაც კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროსაკენ წარუძღვება მათ, და ღმერთი მათ თვალებზე სათითაოდ შეაშრობს ცრემლს.
პარალელური ადგილები: გამოცხადება 7:16
- ესაია 49:10არ მოშივდებათ და არ მოსწყურდებათ, ვერას დააკლებს მათ ხვატი და მზის არმური, რადგან მათი შემბრალებელი გაუძღვება მათ და წყლის სათავეებთან მიიყვანს.
- ფსალმუნები 121:6დღისით მზე არ გავნებს და ღამით მთვარე.
- იოანე 4:14მაგრამ ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარ მოსწყურდება უკუნისამდე, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, იმ წყაროს წყლად იქცევა, საუკუნო სიცოცხლედ რომ იდინებს მასში.
- მათეს სახარება 5:6ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან.
- გამოცხადება 21:4შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი: აღარც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი.
- ლუკას სახარება 6:21ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ;
- ესაია 41:17ჩაგრულნი და უპოვარნი წყალს ეძებენ, მაგრამ არ არის; ენა გამშრალი აქვთ წყურვილისგან. მე, უფალი, შევეხმიანები, ისრაელის ღმერთი მათ არ მივატოვებ.
- ლუკას სახარება 1:53სიკეთით აავსო მშიერნი და ხელცარიელი გაისტუმრა მდიდარნი.
განაგრძე კითხვა: გამოცხადება 7
სრულად წაიკითხე: გამოცხადება 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში