
იერემია 31:39 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გადასწვდება გამზომი თოკი გარების მთას და გოყათს შემოუვლის.
იერემია 31:39 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 31:39 კონტექსტში
31:37ასე ამბობს უფალი: თუ მაღლა ცა გაიზომება და დაბლა მიწის საფუძვლები გამოიკვლეეა, მაშინ მეც მოვიძულებ ისრაელის მთელ მოდგმას ყველაფრისთვის, რაც კი მას ჩაუდენია, ამბობს უფალი.
31:38აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, და აუშენდება ქალაქი უფალს ხანანიელის გოდლიდან კუთხის კარიბჭემდე;
31:39გადასწვდება გამზომი თოკი გარების მთას და გოყათს შემოუვლის.
31:40მთელი ხეობა გვამებისა და ნაცრისა, ყველა ნახანძრალი ადგილი კიდრონის ხევამდე და ცხენთა კარიბჭის კუთხემდე აღმოსავლეთით - უფლის წმიდა იქნება. არ აღმოიფხვრის, არ განადგურდების უკუნითი უკუნისამდე.
პარალელური ადგილები: იერემია 31:39
განაგრძე კითხვა: იერემია 31
სრულად წაიკითხე: იერემია 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში