
იერემია 31:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ტირილით წამოვლენ და მეც ნუგეშისცემით წამოვუძღვები; წყლის პირებზე ვატარებ სწორი გზებით, არ წაიფორხილებენ, რადგან ისრაელის მამა ვარ მე და ეფრემი ჩემი პირმშოა.
იერემია 31:9 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 31:9 კონტექსტში
31:7რადგან ასე ამბობს უფალი: უზეიმეთ სიხარული იაკობს, იყიჟინეთ ხალხთა შორის უპირველესისთვის, გამოაცხადეთ, ადიდეთ და იძახეთ: შენ იხსენი, უფალო, შენი ერი, ისრაელის ნატამალი!
31:8აჰა, წამოვიყვან მათ ჩრდილო ქვეყნიდან და თავს მოვუყრი ქვეყნას კიდეებიდან; მათთან იქნებიან ბრმა და კოჭლი, ფეხმძიმე და მშობიარე, დიდი კრებული დაბრუნდება აქეთ.
31:9ტირილით წამოვლენ და მეც ნუგეშისცემით წამოვუძღვები; წყლის პირებზე ვატარებ სწორი გზებით, არ წაიფორხილებენ, რადგან ისრაელის მამა ვარ მე და ეფრემი ჩემი პირმშოა.
31:10ისმინეთ, უფლის სიტყვა, ხალხებო! გამოუცხადეთ შორეულ კუნძულებს და უთხარით: ვინც გაფანტა ისრაელი, იგივე შეკრებს, მწყემსივით დაიფარავს თავის ფარას.
31:11რადგან გამოისყიდა უფალმა იაკობი, გამოიხსნა მასზე ძლიერის ხელიდან.
პარალელური ადგილები: იერემია 31:9
- იერემია 3:4წეღან არ იყო, რომ მეძახდი: მამაჩემო, ჩემი სიყმაწვილის წინამძღვარი ხარო.
- მათეს სახარება 5:4ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.
- გამოსვლა 4:22უთხარი ფარაონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ჩემი პირმშო შვილია ისრაელი.
- იერემია 31:20განა ჩემი ძვირფასი შვილი არ არის ეფრემი? ჩემი ნებიერი ბავშვი არ არის? რამდენჯერ ვახსენებ, იმდენჯერ თვალწინ მიდგას. ამიტომაგ შიგანი მეწვის მის გამო, უნდა შევიბრალო, ამბობს უფალი.
- იერემია 50:4იმ დღეე ში და იმხანად, ამბობს უფალი, მოვლენ ისრაელიანები და იუდიანები, ერთად მოჰყვებიან გამუდმებით ტირთლს და ძებნას დაუწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს.
- ესაია 35:6მაშინ ირემივით იხტუნებს მკელობელი და მუნჯის ენა იგალობებს, რადგან ამოხეთქავს უდაბნოში წყალი და ტრამალზე - ნიაღვრები.
- ესაია 35:8შარაგზა იქნება იქ და წმიდა გზა დაერქმევა მას; უწმიდური იქ ვერ გაივლის; გზიანად მავალისთვის იქნება იგი და ბრიყვები არ იყიალებენ.
- ფსალმუნები 23:2ხასხასა მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება მე.
განაგრძე კითხვა: იერემია 31
სრულად წაიკითხე: იერემია 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში