
იერემია 32:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან იუდას მეფის, ციდკიას მეათე წელს. ეს წელი იყო ნაბუქოდონოსორის მეთვრამეტე წელი.
იერემია 32:1 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 32:1 კონტექსტში
32:1სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან იუდას მეფის, ციდკიას მეათე წელს. ეს წელი იყო ნაბუქოდონოსორის მეთვრამეტე წელი.
32:2მაშინ გარს ადგა ბაბილონის მეფის ჯარი იერუსალიმს, ხოლო იერემია წინასწარმეტყველი საპატიმროში იყო გამომწყვდეული, იუდას მეფის სასახლეში,
32:3სადაც დაამწყვდია იგი იუდას მეფემ, ციდკიამ, ამ სიტყვებით: რატომ ქადაგებ, ასე ამბობსო უფალი, აჰა, ხელში ჩავუგდებო ამ ქალაქს ბაბილონის მეფეს და დაიპყრობსო?
პარალელური ადგილები: იერემია 32:1
- იერემია 39:1იუდას მეფის, ციდკიას მეცხრე წელს, მეათე თვეს, მოადგა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი მთელი თავისი ლაშქრითურთ იერუსალიმს და ალყა შემოარტყა.
- იერემია 39:2ციდკიას მეთერთმეტე წელს, მეოთხე თვის მეცხრე დღეს გატყდა ქალაქი.
- იერემია 25:1სიტყა, რომელიც იყო იერემიას მიმართ მთელ იუდას ერზე იუდას მეფის იეჰოაკიმ იოშიას ძის მეოთხე წელს (ეს იყო ბაბილონის მეფის, ნაბუქთდთნოსორის, პირველი წელი),
- ნეშტთა შორისა ბ 36:11ოცდაერთი წლის იყო ციდკიაჰუ, როცა გამეფდა, და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში.
- იერემია 52:4მისი მეფობის მეცხრე წელს, მეათე თვეს, თვის ათში, წამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, მთელი თავისი ლაშქრით იერუსალიმზე და გარსშემოეწყო მას, მიწაყრილები აღმართა მის ირგვლივ.
- იერემია 52:5ალყაში იყო ქალაქი მეფე ციდკიაჰუს მეთერთმეტე წლამდე.
განაგრძე კითხვა: იერემია 32
სრულად წაიკითხე: იერემია 32 · გახსენი ბიბლიის მკითხველში