
იერემია 32:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოვლენ ქალდეველები, რომლებიც უტევენ ამ ქალაქს, ცეცხლში დასწვავენ ამ ქალაქს, გადაბუგავენ სახლებიანად, რომლის ბანებზე ბაალს უკმევდნენ და უცხო ღმერთებს უღვრიდნენ საღვრელს ჩემს გასაჯავრებლად;
იერემია 32:29 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 32:29 კონტექსტში
32:27აჰა, მე ვარ უფალი, ყოველი ხორციელის ღმერთი! განა არის რაიმე შეუძლებელი ჩემთვის?
32:28ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, ხელში ჩავუგდებ ამ ქალაქს ქალდეველებს და ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, რომელიც დაიპყრობს მას.
32:29მოვლენ ქალდეველები, რომლებიც უტევენ ამ ქალაქს, ცეცხლში დასწვავენ ამ ქალაქს, გადაბუგავენ სახლებიანად, რომლის ბანებზე ბაალს უკმევდნენ და უცხო ღმერთებს უღვრიდნენ საღვრელს ჩემს გასაჯავრებლად;
32:30რადგან მხოლოდ ბოროტებას სჩადიოდნენ ჩემს თვალში ისრაელიანები და იუდაელები სიყმაწვილიდანვე; რადგან მხოლოდ მაჯავრებდნენ ისრაელირები თავიანთი ხელის ნამოქმედარით, ამბობს უფალი.
32:31რადგან ჩემს რისხვად და წყრომად მყავს ეს ქალაქი მისი აშენებიდან დღემდე, რომ თავიდან მოვიშორო იგი
პარალელური ადგილები: იერემია 32:29
- იერემია 19:13იერუსალიმის სახლები და იუდას მეფეთა სახლები თოფეთის ადგილივით გაუწმიდურდება; ასევე ყველა სახლი, რომლის ბანზეც ცის ვარსკვლავებს უკმევენ და უცხო ღმერთებს უღვრიან საღვრელს.
- იერემია 21:10რადგან საუბედუროდ მივაქციე ჩემი სახე ამ ქალაქისკენ, არა სასიკეთოდ, ამბობს უფალი; ხელში ჩაუვარდება ბაბილონის მეფეს, რომელიც ცეცხლში დაწვავს მას.
- იერემია 52:13გადაწვა უფლის სახლი, მეფის სახლი და იერუსალიმის ყველა სახლი; ყველა დიდი სახლი ცეცხლში დაწვა.
- ნეშტთა შორისა ბ 36:19გადაწვეს ღვთის სახლი და დაანგრიეს იერუსალიმის კედელი, გადაბუგეს ყველა მისი სასახლე და გაანადგურეს ყველა მისი ძვირფასეულობა.
- იერემია 39:8მეფის სასახლე და ხალხის სახლები გადაწვეს ქალდეველებმა და იერუსალიმის კედლები დაანგრიეს.
- იერემია 44:17არამედ ყველაფერს ჩვენი სიტყვისამებრ გავაკეთებთ. კვლავაც ვუკმევთ საკმეველს ცის დედოფალს და საღვრელს დავუღვრით, როგორც ვაკეთებდით ჩვენ და ჩვენი მამა-პაპა, ჩვენი მეფეები და მთავრები იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში. ვძღებოდით პურით, კარგად ვიყავით და უბედურება არ გვინახავს.
- იერემია 44:19როცა ვუკმევთ ცის დედოფალს და საღვრელს ვუღვრით, განა ჩვენი ქმრების უჩუმრად ვუცხობთ მოხატულ კვერებს და ვუღვრით საღვრელს?
- იერემია 7:18შვილები შეშას აგროვებენ, მამები ცეცხლს ანთებენ, დედაკაცები ცომს ზელენ ცის დედოფლისთვის კოტორების გამოსაცხობად; საღვრელს უღვრიან უცხო ღმერთებს ჩემს გასაჯავრებლად.
განაგრძე კითხვა: იერემია 32
სრულად წაიკითხე: იერემია 32 · გახსენი ბიბლიის მკითხველში