
იერემია 39:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეფის სასახლე და ხალხის სახლები გადაწვეს ქალდეველებმა და იერუსალიმის კედლები დაანგრიეს.
იერემია 39:8 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 39:8 კონტექსტში
39:6თვალწინ დაუხოცა რიბლაში ბაბილონის მეფემ შვილები ციდკიას. იუდაელი წარჩინებულნიც დახოცა ბაბილონის მეფემ.
39:7თვალები დათხარა ციდკიას და ბორკილები დაადო, რომ ბაბილონში წაეყვანათ.
39:8მეფის სასახლე და ხალხის სახლები გადაწვეს ქალდეველებმა და იერუსალიმის კედლები დაანგრიეს.
39:9ხოლო დანაშთომი ხალხი, ვინც ქალაქში დარჩა, და მის მხარეზე გადასულნი, და დანაშთომი ხალხი, ვინც დრჩა, ბაბილონში გადაასახლა ნებუზარადანმა.
39:10ღარიბ-ღატაკნი, რომელთაც არაფერი ებადათ, დატოვა ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა, იუდას ქვეყანაში და მისცა მათ ვენახები და ყანები იმავე დღეს.
პარალელური ადგილები: იერემია 39:8
- ნეემია 1:3მითხრეს: ის დარჩენილნი, ტყვეობას რომ გადურჩნენ იქ, ქვეყანაში, დიდ უბედურებაში და დამცირებაში არიან; დანგრეულია იერუსალიმის კედელი, მისი კარიბჭეები კი ცეცხლშია გადაბუგული.
- იერემია 21:10რადგან საუბედუროდ მივაქციე ჩემი სახე ამ ქალაქისკენ, არა სასიკეთოდ, ამბობს უფალი; ხელში ჩაუვარდება ბაბილონის მეფეს, რომელიც ცეცხლში დაწვავს მას.
- იერემია 38:18თუ არ ჩაბარდები ბაბილონის მეფეს, ქალდეველთა ხელში ჩავარდება ეს ქალაქი და ცეცხლში დაწვავენ. ვერც შენ წაუხვალ მათ ხელიდან.
- მიქა 3:12ამიტომ შენ გამო ყანად გადაიხვნება სიონი და იერუსალიმი ნანგრევებად იქცევა, ტაძრის მთა კი - ტყიან ბორცვად.
- იერემია 52:13გადაწვა უფლის სახლი, მეფის სახლი და იერუსალიმის ყველა სახლი; ყველა დიდი სახლი ცეცხლში დაწვა.
- იერემია 52:14მთელი კედელი იერუსალიმისა ირგვლივ დაანგრია ქალდეველთა ლაშქარმა, რომელიც ქონადაქართუხუცესს ახლდა.
- გლოვა იერემიასი 2:2შემუსრა, არ დაინდო უფალმა იაკობის სამკვიდრებელნი, დააქცია თავისი წყრომით იუდას ასულის ციხე-სიმაგრენი, მიწასთან გაასწორა; უპატიოჰყო სამეფო და მისი მთავრები.
- გლოვა იერემიასი 2:7შერისხა უფალმა თავისი სამსხვერპლო, შეაჩვენა თავისი საწმიდარი, მტერს ჩაუგდო ხელში მისი პალატების კედლები; ხმა გაიღეს უფლის სახლში, როგორც დღესასწაულზე.
განაგრძე კითხვა: იერემია 39
სრულად წაიკითხე: იერემია 39 · გახსენი ბიბლიის მკითხველში