
იერემია 33:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როგორც ცის მხედრობაა აღურაცხელი და ზღვის ქვიშაა განუზომელი, ასევე გავამრავლებ ჩემი მორჩილის - დავითის თესლს, და ლევიანებს, რომლებიც მემსახურებიან მე.
იერემია 33:22 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 33:22 კონტექსტში
33:20ასე ამბობს უფალი: თუ შეგეძლებათ დაარღვიოთ ჩემი აღთქმა დღის მიმართ და ჩემი აღთქმა ღამის მიმართ, რომ თავის დროზე არ ენაცვლებოდეს ერთმანეთს დღე და ღამე,
33:21მაშინ დაირღვევა ჩემი აღთქმაც დავითთან - ჩემს მორჩილთან, რომ აღარ ეყოლოს ძე მის ტახტზე გასამეფებელი, და ლევიან მღვდლებთან - ჩემს მსახურებთან.
33:22როგორც ცის მხედრობაა აღურაცხელი და ზღვის ქვიშაა განუზომელი, ასევე გავამრავლებ ჩემი მორჩილის - დავითის თესლს, და ლევიანებს, რომლებიც მემსახურებიან მე.
33:23იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი:
33:24ხომ დაინახე, რას ამბობს ეს ხალხი: მოიშორაო უფალმა თავისი რჩეული ორი ტომი? ისე შეიძულეს ჩემი ერი, რომ ხალხადაც აღარ მიაჩნიათ.
პარალელური ადგილები: იერემია 33:22
- შესაქმე 22:17კურთხევით გაკურთხებ და გიმრავლებ შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით; დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა შენს მტერთა ქალაქებს;
- შესაქმე 15:5გარეთ გაიყვანა და უთხრა: აჰხედე ცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ შეგიძლია მათი დათვლა. მერე უთხრა: ამდენი იქნება შენი შთამომავლობა.
- ებრაელთა მიმართ 11:12ამიტომ ერთისგან, და ისიც ლამის მკვდრისაგან, იშვნენ მრავალნი, როგორც მრავალი ვარსკვლავი ცაზე და ურიცხვი ქვიშა ზღვის პირას.
- ესაია 66:21მათგანაც ავიყვან მღვდლებად და ლევიანებად, ამბობს უფალი.
- იერემია 31:37ასე ამბობს უფალი: თუ მაღლა ცა გაიზომება და დაბლა მიწის საფუძვლები გამოიკვლეეა, მაშინ მეც მოვიძულებ ისრაელის მთელ მოდგმას ყველაფრისთვის, რაც კი მას ჩაუდენია, ამბობს უფალი.
- ეზექიელი 37:24ჩემი მორჩილი დავითი იქნება მათზე მეფედ და ერთი მწყემსი იქნება ყველასათვის; ივლიან ჩემს სამართალზე და ჩემს წესებს დაიცავენ.
- ეზექიელი 37:27იქნება მათზე ჩემი მოვანება, ვეყოლები მათ ღმერთად, ისინი კი ჩემი ერი იქნებიან.
- ესაია 53:10უფალმა ინება მისი ტანჯვა და სნება შეჰყარა. როცა გასწირავ მის სიცოცხლეს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, იხილავს იგი თავის ნაგრამს, გაუხანგრძლივდება დღეები, უფლის ნება მისი ხელით წარიმართება.
განაგრძე კითხვა: იერემია 33
სრულად წაიკითხე: იერემია 33 · გახსენი ბიბლიის მკითხველში