
იერემია 34:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან ნათქვამი, როცა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, მთელი თავისი ლაშქრითურთ, მისი ხელქვეითი სამეფოები და ხალხები უტევდნენ იერუსალიმს და მის დაბებს.
იერემია 34:1 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 34:1 კონტექსტში
34:1სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან ნათქვამი, როცა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, მთელი თავისი ლაშქრითურთ, მისი ხელქვეითი სამეფოები და ხალხები უტევდნენ იერუსალიმს და მის დაბებს.
34:2ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: წადი და უთხარი იუდას მეფეს, ციდკიას, უთხარი მას, ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, ხელში ჩავუგდებ ამ ქალაქს ბაბილონის მეფეს, რომელიც ცეცხლში დასწვავს მას.
34:3თავად შენ ვერ დაუსხლტები ხელიდან, არამედ შეგიპყრობენ და ხელში ჩაუვარდები. შენი თვალით იხილავ ბაბილონის მეფეს და მისი ბაგე ილაპარაკებს შენს ბაგესთან. წახვალ ბაბილონში.
პარალელური ადგილები: იერემია 34:1
- იერემია 1:15რადგან, აჰა, მოვუხმობ ჩრდილოეთის სამეფოთა ყველა ტომს, ამბობს უფალი, მოვლენ და თითოეული ტახტს დაიდგამს იერუსალიმის კარიბჭეებთან, მის ყველა კედელთან ირგვლივ და იუდას ყველა ქალაქში.
- დანიელი 2:37მეფეო, შენ ის მეფეთა მეფე ხარ, რომელსაც ზეციერმა ღმერთმა ხელმწიფება, ძალა და დიდება უბოძა.
- დანიელი 2:38ყველგან, სადაც კი ადამიანები ცხოვრობენ, მან შენ ჩაგაბარა მიწის მხეცები, ცის ფრინველები და მათ ბატონ-პატრონად დაგაყენა. შენა ხარ ის ოქროს თავი.
- იერემია 32:2მაშინ გარს ადგა ბაბილონის მეფის ჯარი იერუსალიმს, ხოლო იერემია წინასწარმეტყველი საპატიმროში იყო გამომწყვდეული, იუდას მეფის სასახლეში,
- ნეშტთა შორისა ბ 36:12უკუღმართად იქცეოდა უფლის, თავისი ღმერთის თვალში. არ მოდრკა იგი იერემია წინასწარმეტყველის წინაშე, რომელიც უფლის სიტყვას ეუბნებოდა.
- ნეშტთა შორისა ბ 36:17მოუვლინა მათ ქალდეველთა მეფე და მახვილით ამოხოცა მათი ჭაბუკები საწმიდარის სახლში, არ დაინდო არც ჭაბუკი და არც ქალწული, არც მოხუცი და არც თმაჭაღარა - ყველანი მის ხელში ჩაყარა.
- დანიელი 5:19ღვთის მიერ ნაბოძები სიდიადის გამო ყველა ხალხი, ტომი და ენა მის წინაშე ძრწოლასა და შიშში იყო; ვისაც უნდოდა, ჰკლავდა, ვისაც უნდოდა, ცოცხალს უშვებდა; ვისაც უნდოდა, აღაზევებდა და ვისაც უნდოდა, ამცირებდა.
- იერემია 52:4მისი მეფობის მეცხრე წელს, მეათე თვეს, თვის ათში, წამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, მთელი თავისი ლაშქრით იერუსალიმზე და გარსშემოეწყო მას, მიწაყრილები აღმართა მის ირგვლივ.
განაგრძე კითხვა: იერემია 34
სრულად წაიკითხე: იერემია 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში