გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

იერემია 34:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იერემია 34:2

ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: წადი და უთხარი იუდას მეფეს, ციდკიას, უთხარი მას, ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, ხელში ჩავუგდებ ამ ქალაქს ბაბილონის მეფეს, რომელიც ცეცხლში დასწვავს მას.

იერემია 34:2 · საქართველოს საპატრიარქო

იერემია 34:2 კონტექსტში

34:1სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან ნათქვამი, როცა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, მთელი თავისი ლაშქრითურთ, მისი ხელქვეითი სამეფოები და ხალხები უტევდნენ იერუსალიმს და მის დაბებს.

34:2ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: წადი და უთხარი იუდას მეფეს, ციდკიას, უთხარი მას, ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, ხელში ჩავუგდებ ამ ქალაქს ბაბილონის მეფეს, რომელიც ცეცხლში დასწვავს მას.

34:3თავად შენ ვერ დაუსხლტები ხელიდან, არამედ შეგიპყრობენ და ხელში ჩაუვარდები. შენი თვალით იხილავ ბაბილონის მეფეს და მისი ბაგე ილაპარაკებს შენს ბაგესთან. წახვალ ბაბილონში.

34:4მაინც ისმინე უფლის სიტყვა, ციდკია, იუდას მეფევ! ასე ამბობს უფალი შენზე: მახვილით სიკვდილი არ გიწერია.

პარალელური ადგილები: იერემია 34:2

განაგრძე კითხვა: იერემია 34

სრულად წაიკითხე: იერემია 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში