
იერემია 34:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვენ მოინანიეთ და სწორად მოიქეცით ჩემს თვალში რომ თითოეულმა თავისუფლება გამოუცხადა თავის მოძმეს და ჩემ წინაშე აღთქმა დადო ამ სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება.
იერემია 34:15 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 34:15 კონტექსტში
34:13ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მე დავდევი აღთქმა თქვენს მამა-პაპასთან, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, გამომყავდა ისინი, ვუთხარი:
34:14ყოველ მეშვიდე წელს გაუშვით თითოეულმა თქვენი მოძმე ებრაელი, რომელიც მოგეყიდათ და ექვს წელიწადს გემსახურებოდათ; თავისუფლად გაუშვი-მეთქი შენგან. მაგრამ არ გამიგონა თქვენმა მამა-პაპამ და ყური არ მათხოვა.
34:15თქვენ მოინანიეთ და სწორად მოიქეცით ჩემს თვალში რომ თითოეულმა თავისუფლება გამოუცხადა თავის მოძმეს და ჩემ წინაშე აღთქმა დადო ამ სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება.
34:16მერე გუნება გეცვალათ და შელახეთ ჩემი სახელი, დაიბრუნეთ თითოეულმა ყმა და მხევალი, რომლებიც გაშვებული გყავდათ მათ ნებაზე, და აიძულეთ ისინი კვლავ ყმებად და მხევლებად გაგხდომოდნენ.
34:17ამიტომ ასე ამბობს უფალი: რაკი არ დამემორჩილეთ და არ გაუშვით თითოეულმა თავისი მოძმე და თითოეულმა თავის მახლობელი, აჰა, მე გამოვუშვებ, ამბობს უფალი, მახვილს, შავ ჭირსა და შიმშილს თქვენზე და გაგხდით სააბუჩოდ ქვეყნის ყველა სამეფოსთვის.
პარალელური ადგილები: იერემია 34:15
- იერემია 34:8სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან ნათქვამი მას შემდეგ, რაც მეფე ციდკიამ აღთქმა დაადებინა მთელ ხალხს, ვინც კი იერუსალიმში იყო, რომ აზატობა გამოეცხადებინათ,
- იერემია 7:10მერე კი მოდიხართ, დგებით ჩემ წინაშე ამ სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, და ამბობთ; გადავრჩითო, რათა კვლავ აკეთოთ ყველა ეს სისაძაგლე.
- იერემია 7:11ავაზაკების ბუნაგი ხომ არ გგონიათ ეს სახლი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება? აჰა, მეც ვხედავ, რომ ასეა, ამბობს უფალი.
- ნეემია 10:29შეუერთდნენ თავიანთ ძმებს, თავიანთ წარჩინებულებს, და შეჰფიცეს და ფიცით აღთქმა დადეს, რომ მოსეს, ღვთის მორჩილის ხელით მოცემულ ღვთის რჯულს დაიცავდნენ და შეასრულებდნენ უფლის, ჩვენი პატრონის, ყველა მცნებას, მის სამართალს და წესებს,
- იერემია 34:10დამორჩილდნენ მთავრები და მთელი ხალხი, ვისაც კი აღთქმა ჰქონდა დადებულთ, რომ გაათავისუფლებდნენ თავ-თავის ყმებსა და მხევლებს და აღარ ეყოლებოდათ ყმა. დამორჩილდნენ და გაათავისუფლეს.
- იერემია 34:11მაგრამ ამის შემდეგ გამოეცვალათ გუნება და დაიბრუნეს ყმები და მხევლები, რომლებიც გათავისუფლებული ჰყავდათ, და აიძულეს ისინი კვლავ ყმები და მხევლები გამხდარიყვნენ.
- ესაია 58:2ყოველდღე მეძებენ მე და ჩემი გზების გაგება სურთ იმ ხალხის მსგავსად, სიმართლით რომ იქცევიან და თავიანთი ღმერთის სამართალს არ ივიწყებენ; მართალს სამართალს მეკითხებიან და ღმერთთან სიახლოვე სურთ.
- ფსალმუნები 119:106დავიფიცავ და ავასრულებ, დავიცავ შენს მართალ სამართალს.
განაგრძე კითხვა: იერემია 34
სრულად წაიკითხე: იერემია 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში