
იერემია 34:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მე დავდევი აღთქმა თქვენს მამა-პაპასთან, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, გამომყავდა ისინი, ვუთხარი:
იერემია 34:13 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 34:13 კონტექსტში
34:11მაგრამ ამის შემდეგ გამოეცვალათ გუნება და დაიბრუნეს ყმები და მხევლები, რომლებიც გათავისუფლებული ჰყავდათ, და აიძულეს ისინი კვლავ ყმები და მხევლები გამხდარიყვნენ.
34:12იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ უფლისგან ნათქვამი:
34:13ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მე დავდევი აღთქმა თქვენს მამა-პაპასთან, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, გამომყავდა ისინი, ვუთხარი:
34:14ყოველ მეშვიდე წელს გაუშვით თითოეულმა თქვენი მოძმე ებრაელი, რომელიც მოგეყიდათ და ექვს წელიწადს გემსახურებოდათ; თავისუფლად გაუშვი-მეთქი შენგან. მაგრამ არ გამიგონა თქვენმა მამა-პაპამ და ყური არ მათხოვა.
34:15თქვენ მოინანიეთ და სწორად მოიქეცით ჩემს თვალში რომ თითოეულმა თავისუფლება გამოუცხადა თავის მოძმეს და ჩემ წინაშე აღთქმა დადო ამ სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება.
პარალელური ადგილები: იერემია 34:13
- მსაჯულნი 6:8მოუვლინა უფალმა ისრაელიანებს წინასწარმეტყველი, რომელმაც უთხრა მათ: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან, გამოგიყვანეთ მონობის სახლიდან,
- იესო ნავეს ძე 24:17რადგან უფალია ჩვენი ღმერთი, მან ამოიყვანა ჩვენი მამა-პაპა ეგვიპტელთა ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, მან მოიმოქმედა ეს დიადი სასწაულები ჩვენსთვალწინ, ის გვიფარავდა მთელ გზაზე, სადაც დავდიოდით, და ყველა ხალხში, რომელთა შორისაც გაგვივლია.
- გამოსვლა 24:3მივიდა მოსე და შეატყობინა ხალხს უფლის ნათქვამი, და ყველა სჯულდება; ერთხმად უპასუხა ხალხმა და უთხრა: ყველაფერს შევასრულებთ, რაც უბრძანებია უფალს.
- მეორე სთვლისაება 5:2უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, დაგვიდო აღთქმა ხორებში.
- მეორე სთვლისაება 5:3ჩვენი მამა-პაპისთვის არ დაუდევს ეს აღთქმა უფალს, არამედ ჩვენ დაგვიდო, ჩვენ კი, აჰა, ყველანი ცოცხლები ვართ დღეს.
- იერემია 31:32არა ისეთ აღთქმას, რომელიც დავუდევი მათ მამა-პაპას, როცა ხელჩაკიდებული გამომყავდა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან. დაარღვივს ის ჩემი აღთქმა, თუმცა მე მათი პატრონი ვიყავი, ამბობს უფალი.
- მეორე სთვლისაება 5:27ახლოს მიდი და მოისმინე ყველაფერი, რასაც უფალი, ჩვენი ღმერთი, იტყვის. მერე გვითხარი ყველაფერი, რასაც უფალი, ჩვენი ღმერთი, გამოგიცხადებს. ჩვენც მოვისმენთ და შევასრულებთ.
- გამოსვლა 24:7აიღო აღთქმის წიგნი და წაუკითხა ხალხს, თქვა ხალხმა: ყველაფერს აღვასრულებთ და შევისმენთ, რაც უბრძანებია უფალს.
განაგრძე კითხვა: იერემია 34
სრულად წაიკითხე: იერემია 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში