
იერემია 34:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იუდას მთავრებს და იერუსალიმის მთავრებს, კარისკაცებს და მღვდელებს, ქვეყნის მთელ ხალხს, რომლებმაც გაიარეს ხბოს ნაწილებს შთრის,
იერემია 34:19 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 34:19 კონტექსტში
34:17ამიტომ ასე ამბობს უფალი: რაკი არ დამემორჩილეთ და არ გაუშვით თითოეულმა თავისი მოძმე და თითოეულმა თავის მახლობელი, აჰა, მე გამოვუშვებ, ამბობს უფალი, მახვილს, შავ ჭირსა და შიმშილს თქვენზე და გაგხდით სააბუჩოდ ქვეყნის ყველა სამეფოსთვის.
34:18ჩავაგდებ ჩემი აღთქმის დამრღვევებს, ვინც არ შეასრულა აღთქმის სიტყვები, ჩემ წინაშე რომ დადეს, როცა ორად გახლიჩეს ხბო და მის ნაწილებს შორის გაიარეს,
34:19იუდას მთავრებს და იერუსალიმის მთავრებს, კარისკაცებს და მღვდელებს, ქვეყნის მთელ ხალხს, რომლებმაც გაიარეს ხბოს ნაწილებს შთრის,
34:20ჩავაგდებ მათ მათი მტრებისა და მათი მესისხლეების ხელში და მათი გვამები ცის ფრინველთა და მიწის მხეცთა საჯიჯგნი გახდება.
34:21ხოლო ციდკიას, იუდას მეფეს, და მის მთავრებს ჩავაგდებ მათი მტრებისა და მესისხლეების ხელში, ბაბილონის მეფის ლაშქრის ხელში, რომელმაც ახლა დაგანებათ თავი და მოხსნა ალყა.
პარალელური ადგილები: იერემია 34:19
- იერემია 34:10დამორჩილდნენ მთავრები და მთელი ხალხი, ვისაც კი აღთქმა ჰქონდა დადებულთ, რომ გაათავისუფლებდნენ თავ-თავის ყმებსა და მხევლებს და აღარ ეყოლებოდათ ყმა. დამორჩილდნენ და გაათავისუფლეს.
- სოფონია 3:3მისი მთავრები მბდღვინავი ლომებია მის შუაგულში, მისი მსაჯულები საღამოს მგლებია, დილისთვის ძვალსაც რომ არ სტოვებენ.
- სოფონია 3:4ქარაფშუტა ხალხია მისი წინასწარმეტყველნი, გამყიდველნი, მისი მღვდლები საწმიდარს ბილწავენ, რჯულს არღვევენ.
- დანიელი 9:6ყურს არ ვუგდებდით შენს მორჩილთ - წინასწარმეტყველთ, რომელნიც შენი სახელით ელაპარაკებოდნენ ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამა-პაპას და ქვეყნის ყველა ხალხს.
- ეზექიელი 22:27მათი მთავრები მგლებივით გლეჯენ ნადავლს, სისხლს ღვრიან, სიცოცხლეს უსწრაფებენ ანგარებისთვის.
- ეზექიელი 22:31გადმოვანთხევ მათზე ჩემს სიბრაზეს, და ჩემი რისხვის ცეცხლით მოვსპობ; მათ თავზე მივაქცევ მათსავე ნამოქმედარს, ამბობს უფალი ღმერთი.
- იერემია 38:7გაიგო ყებედ-მელექმა, ეთიოპელმა საჭურისმა, რომელიც მეფის სასახლეში იყო, რომ ჭაში ჩააგდეს იერემია. მეფე კი ბენიამინის კარიბჭეში იჯდა.
- იერემია 29:2(ეს მას მერე მოხდა, რაც მეფე იექონია, დედოფალი, კარისკაცები, იუდასა და იერუსალიმის მთავრები, ხუროები და მჭედლები წავიდნენ იერუსალიმიდან);
განაგრძე კითხვა: იერემია 34
სრულად წაიკითხე: იერემია 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში