
იერემია 34:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო ბაბილონის მეფის ლაშქარი შემოსდგომოდა იერუსალიმს და იუდას დანარჩენ ქალაქებს - ლაქიშს და ყაზეკს, რადგან ესენიღა იყვნვნ იუდას ქალაქებს შორის გამაგრებულნი.
იერემია 34:7 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 34:7 კონტექსტში
34:5მშვიდად მოკვდები და, როგორც შენს მამა-პაპას, შენს წინამორბედ მეფეებს, უკმევდნენ საკმეველს, ასევე შენც დაგიკმევენ და, ვაი, ბატონოო, დაგიტირებენ. ნამდვილად ახდება ჩემი ნათქვამი, ამბობს უფალი.
34:6უამბო იერემია წინასწარმეტყველმა ციდკიას, იუდას მეფეს, ყოველი ეს სიტყვა იერუსალიმში.
34:7ხოლო ბაბილონის მეფის ლაშქარი შემოსდგომოდა იერუსალიმს და იუდას დანარჩენ ქალაქებს - ლაქიშს და ყაზეკს, რადგან ესენიღა იყვნვნ იუდას ქალაქებს შორის გამაგრებულნი.
34:8სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან ნათქვამი მას შემდეგ, რაც მეფე ციდკიამ აღთქმა დაადებინა მთელ ხალხს, ვინც კი იერუსალიმში იყო, რომ აზატობა გამოეცხადებინათ,
34:9რომ ყველას გაეთავისუფლებინა თავისი ყმა და მხევალი, ებრაელი კაცი და ქალი, რათა აღარავის ჰყოლოდა ყმად თავისი მოძმე ებრაელი.
პარალელური ადგილები: იერემია 34:7
- იესო ნავეს ძე 10:3შეუთვალა ადონი-ცედეკმა, იერუსალიმის მეფემ, ჰოჰამს, ხებრონის მეფეს, ფირამს, იარმუთის მეფეს, იაფიაყს, ლაქიშის მეფეს, და დებირს, ყეგლონის მეფეს:
- იერემია 4:5გააცხადეთ იუდაში და ასმინეთ იერუსალიმშიც, ამცნეთ და დაჰკარით ბუკს ქვეყანაში, იყვირეთ მთელი ძალით და ამცნეთ: შეიკრიბენით და ციხე-ქალაქებში წავიდეთ!
- იესო ნავეს ძე 15:35იარმუთი, ყადულამი, სოქო და ყაზეკა;
- ნეშტთა შორისა ბ 11:5რობოამი იერუსალიმში ცხოვრობდა და ციხე-სიმაგრეებად აქცია ქალაქები იუდაში.
- ნეშტთა შორისა ბ 11:10ცარყა, აიალონი, ხებრონი - გამაგრებული ქალაქები, იუდასა და ბენიამინს რომ ეკუთვნოდა.
- ნეშტთა შორისა ბ 27:4იუდას მთაზე ქალაქები ააშენა, ტყეებში კი ციხესიმაგრეები და კოშკები.
- იესო ნავეს ძე 15:39ლაქიში, ბაცკათი და ყეგლონი;
- მეორე სთვლისაება 28:52ალყაში მოგაქცევს მთელ შენს მიწა-წყალზე, ყველგან, ვიდრე არ დაგექცევა მთელ შენს ქვეყანაში მაღალი და მაგარი კედლები, რომელთა იმედი გაქვს. ალყაში მოგაქცევს მთელ შენს მიწა-წყალზე, შენს ქვეყანაში, რომელიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა.
განაგრძე კითხვა: იერემია 34
სრულად წაიკითხე: იერემია 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში