
იერემია 34:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მშვიდად მოკვდები და, როგორც შენს მამა-პაპას, შენს წინამორბედ მეფეებს, უკმევდნენ საკმეველს, ასევე შენც დაგიკმევენ და, ვაი, ბატონოო, დაგიტირებენ. ნამდვილად ახდება ჩემი ნათქვამი, ამბობს უფალი.
იერემია 34:5 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 34:5 კონტექსტში
34:3თავად შენ ვერ დაუსხლტები ხელიდან, არამედ შეგიპყრობენ და ხელში ჩაუვარდები. შენი თვალით იხილავ ბაბილონის მეფეს და მისი ბაგე ილაპარაკებს შენს ბაგესთან. წახვალ ბაბილონში.
34:4მაინც ისმინე უფლის სიტყვა, ციდკია, იუდას მეფევ! ასე ამბობს უფალი შენზე: მახვილით სიკვდილი არ გიწერია.
34:5მშვიდად მოკვდები და, როგორც შენს მამა-პაპას, შენს წინამორბედ მეფეებს, უკმევდნენ საკმეველს, ასევე შენც დაგიკმევენ და, ვაი, ბატონოო, დაგიტირებენ. ნამდვილად ახდება ჩემი ნათქვამი, ამბობს უფალი.
34:6უამბო იერემია წინასწარმეტყველმა ციდკიას, იუდას მეფეს, ყოველი ეს სიტყვა იერუსალიმში.
34:7ხოლო ბაბილონის მეფის ლაშქარი შემოსდგომოდა იერუსალიმს და იუდას დანარჩენ ქალაქებს - ლაქიშს და ყაზეკს, რადგან ესენიღა იყვნვნ იუდას ქალაქებს შორის გამაგრებულნი.
პარალელური ადგილები: იერემია 34:5
- ნეშტთა შორისა ბ 16:14დამარხეს მის სამარხში, თავისთვის რომ გაიმზადა, დავითის ქალაქში. დაასვენეს იგი სარეცელზე, რომელიც აავსეს კეთილსურნელებითა და მენელსაცხებლეთა ხელობით დამზადებული ნაირნაირი ნელსაცხებლებით. და დაუნთეს მას დიდზე დიდი კოცონი.
- იერემია 22:18ამიტომ ასე ამბობს უფალი იეჰოაკიმ იოშიას ძეზე, იუდას მეფეზე: არ იგლოვებენ მას: ვაი, ჩემო ძმაო, და ვაი, ჩემო დაო! არ იგლოვებენ მას: ვაი, ხელმწიფევ, და ვაი, მისო დიდებულებავ!
- ნეშტთა შორისა ბ 21:19ასე იყო დღე და დღე. მეორე წლის ბოლოს კი გამოუვიდა ნაწლავები სენისაგან და საშინელ ტანჯვაში მოკვდა. მისმა ხალხმა არ დაუნთო კოცონი. როგორც მის მამა-პაპას დაუნთო.
- ნეშტთა შორისა ბ 21:20ოცდათორმეტი წლის იყო იგი, რომ გამეფდა. და რვა წელი იმეფა იერუსალიმში. ისე წავიდა, რომ არ დანანებიათ. დამარხეს დავითის ქალაქში, სამეფო სამარხში.
- გლოვა იერემიასი 4:20სუნთქვა ჩვენს ნესტოთა - უფლის ცხებული მათ ორმოშია გამომწყვდეული; ჩვენ კი ვფიქრობდით, მის ჩრდილქვეშ ვიცოცხლებდით ხალხთა შორის.
- ეზექიელი 17:16ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ თავისი გამამეფებელი მეფის ქვეყანაში, ბაბილონში, არ მოკვდეს ის, ვინც შეიძულა ფიცი და აღთქმა დაარღვია!
- ნეშტთა შორისა ბ 34:28აჰა, მოგასვენებ შენს მამა-პაპასთან, მშვიდობით შეერთვები შენს სამარხს და აღარ იხილავენ შენი თვალები ყველა იმ უბედურებას, რომელსაც ამ ადგილს და მის მკვიდრებს დავატეხ. მიუტანეს მეფეს სიტყვა.
- დანიელი 2:46მაშინ პირქვე დაემხო მეფე ნაბუქოდონოსორი, თაყვანი სცა დანიელს და ბრძანა მისთვის საჩუქრებისა და ამოდსაყნოსელი საკმევლის მოტანა.
განაგრძე კითხვა: იერემია 34
სრულად წაიკითხე: იერემია 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში