
იერემია 35:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წადი რექაბიანთა თემში, ელაპარაკე და მოიყვანე ისინი უფლის სახლში, ერთ-ერთ სენაკში და ღვინო შეასვი.
იერემია 35:2 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 35:2 კონტექსტში
35:1სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან იუდას მეფის იეჰოაკიმ იოშიას ძის დროს:
35:2წადი რექაბიანთა თემში, ელაპარაკე და მოიყვანე ისინი უფლის სახლში, ერთ-ერთ სენაკში და ღვინო შეასვი.
35:3წამოვიყვანე იაზანია, ძე იერემიასი, ძისა ხაბაცინიასი, მისი ძმები, მისი შვილები და რექაბიანთა მთელი თემი,
35:4და მივიყვანე ისინი უფლის სახლში ღვთისკაცის, ხანან იგდალიას, სენაკში, რომელიც მთავართა სენაკის გვერდით იყო, მაყასეია შალუმის ძის, ზღურბლის მცველის, სენაკის ზემოთ.
პარალელური ადგილები: იერემია 35:2
- ნეშტთა შორისა ა 2:55იაყბეცში მცხოვრებ მწიგნობართა საგვარეულონი: თირყათელნი, შიმყათიელნი, სუქათიელნი. ესენი კინიელნი არიან, ბეთ-რექაბას მამის, ხამათის, შთამომავლები.
- ნეშტთა შორისა ა 9:26რადგან კარისმცველთა ის ოთხი მეთაური, რომლებიც ლევიანები იყვნენ, მუდამ ოთახებთან და ღვთის სახლის საგანძურებთან იდგნენ.
- ნეემია 13:5ტობიას ის დიდი ოთახი მოუწყო, სადაც ადრე წესისამებრ საძღვნო, საკმეველი, ჭურჭლეული, ხორბლის მეათედი, მაჭარი და ზეითუნის ზეთი ინახებოდა ლევიანთათვის, მგალობელთათვის და კარისმცველთათვის, სამღვდლო შესაწირავთან ერთად.
- ეზექიელი 42:4ოთახების წინ გასასვლელი ათი წყრთა სიგანით და შიდა გზა ერთი წყრთა; შესასვლელები ჩრდილოეთისკენ იყო.
- ეზექიელი 42:13მითხრა მან: ჩრდილოეთის ოთახები და სამხრეთის ოთახები, შემოკავებულის პირდაპირ რომ არის განლაგებული, წმიდა ოთახებია, სადაც უფალს მიახლოებული მღვდლები ჭამენ წმიდათა წმიდა მსხვერპლს; იქ განალაგებენ წმიდათა წმიდამსხვერპლს, ძღვენს, ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდ შესაწირავს, რადგან წმიდა ადგილია.
- ნეშტთა შორისა ა 9:33ხოლო მგალობელნი, ლევიანთა მამისსახლების თავკაცნი, ტაძრის ოთახებში საქმიანობისგან განთავისუფლებულნი იყვნენ, რადგან ისინი დღედაღამ თავიანთი საქმით იყვნენ დაკავებულნი.
- იერემია 35:8ჩვენც ვემორჩილებით იონადაბ რექაბის ძეს, ჩვენს წინაპარს, ყველაფერში, რაც გვიანდერძა: არ დავლიოთ ღვინო მთელი ჩვენი სიცოცხლე, არც ჩვენ, არც ჩვენმა ცოლებმა, არც ჩვენმა ვაჟებმა და არც ჩვენმა ასულებმა,
- ეზექიელი 40:16ცხაურიანი სარკმლები ჰქონდა სენაკებს და სვეტებს კარიბჭის შიგნით, ირგვლივ; და ასევე სტოებს; სარკმლები იყო ირგვლივ შიდა მხარეს და სვეტებზე პალმები იყო დახატული.
განაგრძე კითხვა: იერემია 35
სრულად წაიკითხე: იერემია 35 · გახსენი ბიბლიის მკითხველში