
იერემია 36:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო მეფე საზამთრო სასახლეში იჯდა, რადგან მეცხრე თვე იყო, და მის წინ მაყალი ენთო.
იერემია 36:22 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 36:22 კონტექსტში
36:20ეახლნენ კარზე მეფეს (გრაგნილი კი ელიშამაყ მწერლის ოთახში შეინახეს) და მოახსენეს მეფეს ყოველი სიტყვა.
36:21გაგზავნა მეფემ იეჰუდი გრაგნილის მოსატანად; მოიტანა იეჰუდიმ იგი ელიშამაყ მწერლის ოთახიდრ და წაიკითხა მეფისა და ყველა მთავრის გასაგონად, ვინც მეფესთან იდგა.
36:22ხოლო მეფე საზამთრო სასახლეში იჯდა, რადგან მეცხრე თვე იყო, და მის წინ მაყალი ენთო.
36:23წაიკითხავდა თუ არა იეჰუდი სამ-ოთხ სვეტს, მოჭრიდა მეფე მწერლის დანით და ჩააგდებდა ცეცხლში, მაყალში რომ ენთო, ვიდრე მთელი გრაგნილი მთლიანად არ დაიწვა მაყალის ცეცხლში.
36:24არ შეშინებულან, არც სამოსელი შემოუგლეჯიათ მეფეს და მის მორჩილთ, როცა ყველა ეს სიტყვა მოისმინეს.
პარალელური ადგილები: იერემია 36:22
- ამოსი 3:15დავაქცევ ზამთრის სახლს ზაფხულის სახლთან ერთად, განადგურდება სპილოსძვლის სახლები და ბევრი სახლი აღიგვება, ამბობს უფალი.
- იერემია 22:14ვინც ამბობს: ავიშენებ ფართო სახლს და ვრცელ ზემოთვალს, და გამოჭრის თვისთვის სარკმლებს, კედრით მოაპირკეთებს და წითლად შეღებავს.
- იერემია 22:16დაჩაგრულისა და უპოვარის სამართალს განიკითხავდა, და სიკეთე იყო. განა ეს არ არის ჩემი ცოდნა? ამბობს უფალი.
- იერემია 36:9იუდას მეფის, იეჰოაკიმ იოშიას ძის, მეხუთე წელს, მეცხრე თვეს, გამოუცხადეს მარხვა უფლის წინაშე იერუსალიმის მთელ ხალხს და ყველას, ვინც კი იუდას ქალაქებიდან იერუსალიმში იყო მოსული.
- იერემია 3:20ჭეშმარიტად, როგორც ცოლი ღალატობს თავის მეგობარს, ასე მიღალატე შენც, ისრაელის სახლო, ამბობს უფალი.
განაგრძე კითხვა: იერემია 36
სრულად წაიკითხე: იერემია 36 · გახსენი ბიბლიის მკითხველში