
იერემია 36:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეახლნენ კარზე მეფეს (გრაგნილი კი ელიშამაყ მწერლის ოთახში შეინახეს) და მოახსენეს მეფეს ყოველი სიტყვა.
იერემია 36:20 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 36:20 კონტექსტში
36:18უთხრა მათ ბარუქმა: თავად მკარნახობდა ამ სიტყვებს და მეც ვიწერდი წიგნში მელნით.
36:19უთხრეს მთავრებმა ბარუქს: წადი და დაიმალეთ შენ და იერემია, კაციშვილმა არ გაიგოს თქვენი სამყოფელი!
36:20ეახლნენ კარზე მეფეს (გრაგნილი კი ელიშამაყ მწერლის ოთახში შეინახეს) და მოახსენეს მეფეს ყოველი სიტყვა.
36:21გაგზავნა მეფემ იეჰუდი გრაგნილის მოსატანად; მოიტანა იეჰუდიმ იგი ელიშამაყ მწერლის ოთახიდრ და წაიკითხა მეფისა და ყველა მთავრის გასაგონად, ვინც მეფესთან იდგა.
36:22ხოლო მეფე საზამთრო სასახლეში იჯდა, რადგან მეცხრე თვე იყო, და მის წინ მაყალი ენთო.
პარალელური ადგილები: იერემია 36:20
- იერემია 36:12ჩავიდა მეფის სახლში, მეფის მწერლის ოთახში, სადაც იჯდა ყველა მთავარი, ელიშამაყ მწერალი, დალაია შემაყიას ძე, ელნათან ყაქბორის ძე, გემარია შაფანის ძე, ციდკია ხანანიას ძე და ყველა მთავარი.
- იერემია 36:21გაგზავნა მეფემ იეჰუდი გრაგნილის მოსატანად; მოიტანა იეჰუდიმ იგი ელიშამაყ მწერლის ოთახიდრ და წაიკითხა მეფისა და ყველა მთავრის გასაგონად, ვინც მეფესთან იდგა.
განაგრძე კითხვა: იერემია 36
სრულად წაიკითხე: იერემია 36 · გახსენი ბიბლიის მკითხველში