
იერემია 36:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამიტომ ასე ამბობს უფალი იეჰთაკიმ იუდას მეფეზე: არ ეყოლება მას შთამომავალი, დავითის მოსაყდრე. ეგდება მისი გვამი დღის ხვატში და ღამის ყინვაში.
იერემია 36:30 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 36:30 კონტექსტში
36:28აიღე სხვა გრაგნილი და დაწერე მასზე ყოველი სიტყვა, რაც იმ პირველ გრაგნილზგ ეწერა, რომელიც იუდას მეფემ, იეჰოაკიმმა დაწვა.
36:29თქვი იეჰოაკიმზე, იუდას მეფეზე: ასე ამბობს-თქო უფალი: შენ დაწვი ეს გრაგნილი და ამბობდი: რატომ დაწერე, რომ უეჭველად მოვა ბაბილონის მეფე, ამოაგდებს ამ ქვეყანას, ამოაგდებს ადამიანისა და პირუტყვის სახსენებელსო?
36:30ამიტომ ასე ამბობს უფალი იეჰთაკიმ იუდას მეფეზე: არ ეყოლება მას შთამომავალი, დავითის მოსაყდრე. ეგდება მისი გვამი დღის ხვატში და ღამის ყინვაში.
36:31დავსჯი მას, მის მოდგმას და მის მორჩილებს მათი დანაშაულის გამო; მოვუვლენ მათ - იერუსალიმის ყველა მცხოვრებს და იუდას ხალხს ყველა უბედურებას, რითაც ვემუქრებოდი, მაგრამ არ ესმოდათ.
36:32აიღო იერემიამ მეორე გრაგნილი და მისცა იგი ბარუქ ნერიას ძეს, მწერალს, და მანაც დაწერა მასზე იერემიას კარნახით ყოველი სიტყვა იმ წიგნისა, რომელიც დაწვა ცეცხლში იეჰოაკიმმა, იუდას მეფემ. მას კიდევ დაემატა სხვა ბევრი მსგავსი სიტყვა.
პარალელური ადგილები: იერემია 36:30
- იერემია 22:30ასე ამბობს უფალი: ჩაწერეთ ეს კაცი როგორც უმემკვიდრო, რომელმაც ვერ გაიხარა თავის დღეში; რადგან ვერ გაიხარებს მისი თესლიდან დავითის მოსაყდრე და იუდას განმგებელი.
- შესაქმე 31:40დღისით ხვატი მინელებდა, ღამით - ყინვა; ძილი არ მეკარებოდა.
- იერემია 22:18ამიტომ ასე ამბობს უფალი იეჰოაკიმ იოშიას ძეზე, იუდას მეფეზე: არ იგლოვებენ მას: ვაი, ჩემო ძმაო, და ვაი, ჩემო დაო! არ იგლოვებენ მას: ვაი, ხელმწიფევ, და ვაი, მისო დიდებულებავ!
- იერემია 22:19ვირის დამარხვით დაიმარხება. წაათრევენ და იერუსალიმის კარიბჭეთა იქით გადააგდებენ.
განაგრძე კითხვა: იერემია 36
სრულად წაიკითხე: იერემია 36 · გახსენი ბიბლიის მკითხველში