
იერემია 36:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დავსჯი მას, მის მოდგმას და მის მორჩილებს მათი დანაშაულის გამო; მოვუვლენ მათ - იერუსალიმის ყველა მცხოვრებს და იუდას ხალხს ყველა უბედურებას, რითაც ვემუქრებოდი, მაგრამ არ ესმოდათ.
იერემია 36:31 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 36:31 კონტექსტში
36:29თქვი იეჰოაკიმზე, იუდას მეფეზე: ასე ამბობს-თქო უფალი: შენ დაწვი ეს გრაგნილი და ამბობდი: რატომ დაწერე, რომ უეჭველად მოვა ბაბილონის მეფე, ამოაგდებს ამ ქვეყანას, ამოაგდებს ადამიანისა და პირუტყვის სახსენებელსო?
36:30ამიტომ ასე ამბობს უფალი იეჰთაკიმ იუდას მეფეზე: არ ეყოლება მას შთამომავალი, დავითის მოსაყდრე. ეგდება მისი გვამი დღის ხვატში და ღამის ყინვაში.
36:31დავსჯი მას, მის მოდგმას და მის მორჩილებს მათი დანაშაულის გამო; მოვუვლენ მათ - იერუსალიმის ყველა მცხოვრებს და იუდას ხალხს ყველა უბედურებას, რითაც ვემუქრებოდი, მაგრამ არ ესმოდათ.
36:32აიღო იერემიამ მეორე გრაგნილი და მისცა იგი ბარუქ ნერიას ძეს, მწერალს, და მანაც დაწერა მასზე იერემიას კარნახით ყოველი სიტყვა იმ წიგნისა, რომელიც დაწვა ცეცხლში იეჰოაკიმმა, იუდას მეფემ. მას კიდევ დაემატა სხვა ბევრი მსგავსი სიტყვა.
პარალელური ადგილები: იერემია 36:31
- იგავესნი 29:1მხილებული კაცი თუ კვლავ ჯიუტობს, ანაზდეულად და უკურნებლად შეიმუსრება.
- იერემია 35:17ამიტომ ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მოვუვლენ იუდას და იერუსალიმის მცხოვრებლებს ყველა ბოროტებას, რითაც დავემუქრე მათ, იმის გამო, რომ ველაპარაკებოდი და არ მიგონებდნენ, ვუხმობდი და ხმას არ მცემდნენ.
- იერემია 23:34თუ წინასწარმეტყველი, მღვდელი ან ერისკაცი იტყვის: უფლის განაჩენიაო, დავსჯი იმ კაცს და მის სახლს.
- იერემია 19:15ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მომაქვს ამ ქალაქისთვის და მისი დაბებისთვის უბედურება, რაც ნათქვამი მაქვს მათზე, რადგან გაჯიუტდნენ და არ გაიგონეს ჩემი სიტყვა.
- მათეს სახარება 23:37იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო! რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე.
- ლევიანი 26:14თუ არ დამიჯერებთ და არ შეასრულებთ ამ ჩემს მცნებებს,
- მეორე სთვლისაება 28:15თუ არ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას, არ დაიცავ და არ შეასრულებ ყველა მის მცნებას და წესებს, რომელთაც გიცხადებ დღეს, გადმოვა შენზე ყველა ეს წყევლა და გეწევა:
- მეორე სთვლისაება 28:68დაგაბრუნებს უფალი ეგვიპტეში ხომალდებით იმ გზაზე, რომელზეც გითხარი, რომ აღარასოდეს იხილავდი მას. იქ შეგაძლევენ შენს მტრებს ყმებად და ყმაქალებად, მაგრამ მყიდველი არავინ იქნება.
განაგრძე კითხვა: იერემია 36
სრულად წაიკითხე: იერემია 36 · გახსენი ბიბლიის მკითხველში