
იერემია 37:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაგზავნა მეფე ციდკიამ კაცი, მოაყვანინა იგი და შეეკითხა თავის სახლში საიდუმლოდ: არის სიტყვა უფლისაგან? მიუგო იგრემიამ: არის. ბაბილონის მეფის ხელში ჩავარდები.
იერემია 37:17 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 37:17 კონტექსტში
37:15გაურისხდნენ მთავრები იერემიას, სცემეს და ჩააგდეს საპატიმროში, იონათან მწერლის სახლში, რადგან სატუსაღო სახლად ჰქონდათ იგი.
37:16როცა იერემია ჩავიდა დილეგში და კარგა ხანი დაჰყო იქ,
37:17გაგზავნა მეფე ციდკიამ კაცი, მოაყვანინა იგი და შეეკითხა თავის სახლში საიდუმლოდ: არის სიტყვა უფლისაგან? მიუგო იგრემიამ: არის. ბაბილონის მეფის ხელში ჩავარდები.
37:18უთხრა იერემიამ მეფე ციდკიას: რა დაგიშავე ან შენ ან შენს მორჩილებს, ან ამ ხალხს, სატუსაღოში რომ ჩამაგდეს?
37:19სად არიან თქვენი წინასწარმეტყველნი, რომ გიწინასწარმეტყველებდნენ: არ დაგეცემათ თქვენ და ამ ქვეყანას ბაბილონის მეფეო?
პარალელური ადგილები: იერემია 37:17
- იერემია 21:7ამის შემდეგ, ამბობს უფალი, ჩავაგდებ ციდკიას, იუდას მეფეს, და მის მორჩილებს, ხალხს და ყველას, ვინც ამ ქალაქში ჭირს, მახვილს და შიმშილს გადაურჩა, ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის ხელში, მათი მტრების ხელში, მის მესისხლეთა ხელში; და იგი მახვილით მოსრავს მათ, არ შეიწყალებს, არ შეიბრალებს, არ დაინდობს.
- იერემია 38:5თქვა მეფე ციდკიამ: აჰა, თქვენს ხელშია იგი. რადგან არაფერი შეუძლია, რადგან რას გააწყობს მეფე თქვენ წინააღმდეგ?
- იერემია 38:24უთხრა ციდკიამ იერემიას: კაცისშვილმა არ უნდა იცოდეს ეს ამბავი, თუ სიკვდილი არ გინდა.
- იერემია 38:27მოვიდნენ მთავრები იერემიასთან და გამოკითხვა დაუწყეს. მანაც ყველაფერი ისე მოახსენა მათ, როგორც მეფისგან ჰქონდა ნაბრძანები. ხმა აღარ გასცეს, რადგან ვერაფერი გაიგეს.
- იერემია 38:14გაგზავნა კაცი მეფე ციდკიამ და მოაყვანინა იერემია წინასწარმეტყველი თავისთან, უფლის სახლის მესამე შესასვლელთან, და უთხრა მეფემ იერემიას: ერთ რამეს შეგეკითხები, არაფერი დამიმალო.
- იერემია 38:16საიდუმლოდ დაუფიცა იერემიას მეფე ციდკიამ და უთხრა: უფალს გეფიცები, რომელმაც ეს სული ჩაგვიდგა, თუ სიკვდილით დაგსაჯო ან თუ იმათ ხელში ჩაგაგდო, შენი სიკვდილი რომ სწადიათ.
- ეზექიელი 12:12მთავარი, რომელიც მათ შორის არის, ტვირთს აიკიდებს ზურგზე ბნელში და გავა; კედელს გაანგრევენ, რომ გაიყვანონ; სახეს დაიფარავს, რომ ვეღარ იხილოს მისმა თვალმა ეს ქვეყანა.
- ეზექიელი 12:13მოვისვრი მასზე ჩემს სათხეველს და გაებმება ჩემს მახეში: წავიყვან ბაბილონში, ქალდეველთა ქვეყანაში, მაგრამ ვერ იხილავს მას, თუმცა იქ მოკვდება.
განაგრძე კითხვა: იერემია 37
სრულად წაიკითხე: იერემია 37 · გახსენი ბიბლიის მკითხველში