
იერემია 39:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უკან დაედევნა მათ ქალდეველთა ლაშქარი და მიეწია ციდკიას იერიქონის ველზე. შეიპყრეს და მიჰგვარეს ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, და მანაც განაჩენი გამოუტანა ციდკიას.
იერემია 39:5 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 39:5 კონტექსტში
39:3შემოვიდნენ ბაბილონის მეფის სარდლები და შუა კარიბჭესთან გაჩერდნგნ - ნერგალ-სარეცერი, სამგარნებუ, სარსექიმი, საჭურისთა უხუცესი, ნერგალ სარეგერი, რაბ-მაგი და ბაბილონის მეფის დანარჩენი სარდლები.
39:4როგორც კი დაინახეს ისინი იუდას მეფე ციდკიამ და მისმა მეომრებმა, გაიქცნენ და გავიდნენ ღამით ქალაქიდან მეფის ბაღის გზით, კარიბჭეში, ორ კედელს შორის რომ არის, და დაადგნენ ყარაბას გზას.
39:5უკან დაედევნა მათ ქალდეველთა ლაშქარი და მიეწია ციდკიას იერიქონის ველზე. შეიპყრეს და მიჰგვარეს ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, და მანაც განაჩენი გამოუტანა ციდკიას.
39:6თვალწინ დაუხოცა რიბლაში ბაბილონის მეფემ შვილები ციდკიას. იუდაელი წარჩინებულნიც დახოცა ბაბილონის მეფემ.
39:7თვალები დათხარა ციდკიას და ბორკილები დაადო, რომ ბაბილონში წაეყვანათ.
პარალელური ადგილები: იერემია 39:5
- იესო ნავეს ძე 5:10იდგნენ ბანაკად ისრაელიანები გილგალს და დაამზადეს პასექი თვის მეთოთხმეტე დღეს საღამოხანს, იერიხონის დაბლობზე.
- იესო ნავეს ძე 4:13ორმოციათასამდე იარაღასხმული კაცი გავიდა გაღმა უფლის წინაშე იერიხონის ველზე საბრძოლველად.
- იერემია 32:4ვერ წაუვაო იუდას მეფე ციდკია ხელიდან ქალდეველებს, რადგან ხელში ჩაუვარდებაო ბაბილონის მეფეს; პირისპირ ექნებაო ლაპარაკი და საკუთარი თვალით შეხედავენო ერთმანეთს.
- იერემია 32:5ბაბილონში წაიყვანს ციდკიას და იქ იქნება, ვიდრე მე არ მოვიკითხავო მას, ამბობს უფალი; თუ შეებრძოლებით ქალდეველებს, არ გაგიმარჯვდებათო.
- იერემია 52:26წაიყვანა ისინი ნებუზარადან ქონდაქართუხუცესმა და მიჰგვარა ისინი ბაბილონის მეფეს რიბლაში.
- იერემია 52:27დასაჯა ისინი ბაბილონის მეფემ და მოაკვდინა ისინი რიბლაში, ხამათის ქვეყანაში. გადასახლდა იუდა თავისი მიწა-წყლიდან.
- იერემია 52:8დაედევნა ქალდეველთა ლაშქარი მეფეს და მიეწივნენ ციდკიაჰუს იერიხონის ვაკეებზე, და გაეფანტა მთელი ლაშქარი.
- იერემია 52:9შეიპყრეს მეფე და მიჰგვარეს ბაბილონის მეფეს რიბლაში, ჰამათის ქვეყანაში, და გამოუტანა განაჩენი.
განაგრძე კითხვა: იერემია 39
სრულად წაიკითხე: იერემია 39 · გახსენი ბიბლიის მკითხველში