
იესო ნავეს ძე 4:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ორმოციათასამდე იარაღასხმული კაცი გავიდა გაღმა უფლის წინაშე იერიხონის ველზე საბრძოლველად.
იესო ნავეს ძე 4:13 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 4:13 კონტექსტში
4:11როცა გადავიდა მთელი ხალხი, გადავიდნენ უფლის კიდობანი და მღვდლები ხალხის თვალწინ.
4:12გადავიდნენ რეუბენიანები, გადიანები და მენაშეს შტოს ნახევარი ისრაელიანთა თვალწინ საომარი წყობით, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის მოსეს.
4:13ორმოციათასამდე იარაღასხმული კაცი გავიდა გაღმა უფლის წინაშე იერიხონის ველზე საბრძოლველად.
4:14იმ დღეს განადიდა უფალმა იესო მთელი ისრაელის თვალში და სიკვდილამდე ეშინოდათ მისი, როგორც მოსესი ეშინოდათ.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 4:13
- ეფესელთა მიმართ 6:11შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს,
- იერემია 39:5უკან დაედევნა მათ ქალდეველთა ლაშქარი და მიეწია ციდკიას იერიქონის ველზე. შეიპყრეს და მიჰგვარეს ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, და მანაც განაჩენი გამოუტანა ციდკიას.
- იერემია 52:8დაედევნა ქალდეველთა ლაშქარი მეფეს და მიეწივნენ ციდკიაჰუს იერიხონის ვაკეებზე, და გაეფანტა მთელი ლაშქარი.
- იესო ნავეს ძე 5:10იდგნენ ბანაკად ისრაელიანები გილგალს და დაამზადეს პასექი თვის მეთოთხმეტე დღეს საღამოხანს, იერიხონის დაბლობზე.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 4
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში