
ნეემია 1:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მითხრეს: ის დარჩენილნი, ტყვეობას რომ გადურჩნენ იქ, ქვეყანაში, დიდ უბედურებაში და დამცირებაში არიან; დანგრეულია იერუსალიმის კედელი, მისი კარიბჭეები კი ცეცხლშია გადაბუგული.
ნეემია 1:3 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 1:3 კონტექსტში
1:1ნეემია ხაქალიას ძის სიტყვები. ქისლევის თვეში, მეოცე წელს, სატახტო ქალაქ შუშანში რომ ვიყავი,
1:2ხანანი, ერთ-ერთი ჩემ მოძმეთაგანი, და სხვა რამდენიმე კაცი მოვიდა იუდადან. გამოვკითხე დარჩენილ იუდაელებზე, ტყვეობას რომ გადაურჩნენ, და იერუსალიმზე.
1:3მითხრეს: ის დარჩენილნი, ტყვეობას რომ გადურჩნენ იქ, ქვეყანაში, დიდ უბედურებაში და დამცირებაში არიან; დანგრეულია იერუსალიმის კედელი, მისი კარიბჭეები კი ცეცხლშია გადაბუგული.
1:4ეს სიტყვები რომ მოვისმინე, დავჯექი, ავტირდი და რამდენიმე დღე ვგლოვობდი, ვმარხულობდი და ვლოცულობდი ცათა ღმერთის წინაშე;
1:5ვეუბნებოდი: უფალო, ცათა ღმერთო, ღმერთო დიდებულო და საშინელო, რომელიც აღთქმასა და მადლს უნახავ შენს მოყვარულებს და შენი მცნებების დამმარხველთ!
პარალელური ადგილები: ნეემია 1:3
- ნეემია 2:17ვუთხარი მათ: ხომ ხედავთ რა უბედურ დღეში ვართ, როგორ არის გაპარტახებული იერუსალიმი და როგორ არის მისი კარიბჭეები ცეცხლშიგადაბუგული. წავიდეთ და ავაშენოთ იერუსალიმის კედელი, და ნუღარ ვიქნებით შერცხვენილნი.
- ეზრა 5:8იცოდეს მეფემ, რომ ჩვენ ვიყავით იუდას მხარეში, დიდი ღმერთის სახლთან. დიდრონი ქვებისგან შენდება იგი, კედლებში ძელებს ატანენ. მუშაობა სწრაფად მიდის და წარმატებით სრულდება მათ ხელში.
- ნეემია 2:3ვუთხარი მეფეს: საუკუნოდ იცოცხლე, მეფევ! აბა, როგორ არ მექნება მწუხარე სახე, როცა ის ქალაქი, სადაც ჩემი მამა-პაპის საფლავები მეგულება, დაქცეულია და მისი კარიბჭეებიც ცეცხლშია დამწვარი?
- ნეემია 7:6ქვეყნის ის მკვიდრნი, რომელნიც ნაბუქოდონოსორ ბაბილონის მეფის მიერ გადასახლებულ ტყვეთაგან წამოვიდნენ და იერუსალიმში და იუდაში დაბრუნდნენ, თავ-თავიანთ ქალაქებში.
- ნეემია 2:13ღამიანად გამოვედი ხევის კარიბჭით, გავემართე ვეშაპის წყაროსკენ და სანაგვის კარიბჭისკენ. დავათვალიერე იერუსალიმის დანგრეული კედლები და მისი ცეცხლში დამწვარი კარიბჭეები.
- ნეემია 9:36აჰა, დამონებული ვართ დღეს; აჰა, იმ ქვეყანაში, ჩვენ მამა-პაპას რომ უბოძე, რათა მისი ნაყოფითა და დოვლათით ესაზრდოვა, დამონებული ვართ.
- ნეემია 9:37მისი უხვი მოსავალი იმ მეფეებისაა, რომელნიც ჩვენ დაგვიყენე ჩვენი ცოდვების გამო. ჩვენ სხეულებსაც ეპატრონებიან ისინი თავიანთ ნებაზე, და ჩვენს საქონელსაც, დიდ გასაჭირში ვიმყოფებით.
- ნეემია 11:3აჰა, ის ოლქის მთავრები, იერუსალიმში რომ დასახლდნენ. იუდას ქალაქებში თავ-თავიანთ სამკვიდრებლებში და ქალაქებში ცხოვრობდნენ ისრაელიანები, მღვდლები, ლევიანები, შეწირულნი და სოლომონის მორჩილთა შთამომავალნი.
განაგრძე კითხვა: ნეემია 1
სრულად წაიკითხე: ნეემია 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში