
იერემია 4:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ მოიქცევი, ისრაელო, ამბობს უფალი, ჩემკენ მოიქეცი; თუ მომაშორებ შენს სისაძაგლეებს და აღარ იწანწალებ,
იერემია 4:1 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 4:1 კონტექსტში
4:1თუ მოიქცევი, ისრაელო, ამბობს უფალი, ჩემკენ მოიქეცი; თუ მომაშორებ შენს სისაძაგლეებს და აღარ იწანწალებ,
4:2დაიფიცებ უფლის სახელს ჭეშმარიტებით, სამართლიანად და სიმართლით, ხალხებიც დაილოცებიან და განითქმიან მასში.
4:3რადგან ასე უთხრა უფალმა იუდას ხალხს და იერუსალიმს: გატეხე ყამირი და ეკალბარდებში ნუ დათესავ!
პარალელური ადგილები: იერემია 4:1
- იოელი 2:12ახლაც ამბობს უფალი: მოიქეცით ჩემკენ მთელი გულით, მარხვით და მოთქმა-გოდებით.
- იერემია 3:22მოიქეცით ჩემკენ, გაქცეულო შვილებო! მე განვკურნავ თქვენს განდგომილებას. აჰა, მოვედით შენთან, რადგან შენ უფალი ხარ, ჩვენი ღმერთი.
- შესაქმე 35:2უთხრა იაკობმა თავის სახლს და ყველას, ვინც კი მასთან იყო: გაყარეთ უცხო ღმერთები, რომელნიცა გყავთ, განიწმინდენით და გამოიცვალეთ სამოსელი.
- ეზექიელი 43:9ამიერიდან გამარიდებენ თავიანთ გარყვნილებას და თავიანთ მეფეთა ძეგლებს და მე დავმკვიდრდები მათ შორის საუკუნოდ.
- იერემია 3:12წადი და ჩრდილოეთით გასძახე ეს სიტყვები, ამცნე: მოიქეცი, განდგომილო ისრაელო, ამბობს უფალი. არ მოვაწევ თქვენზე რისხვას, რადგან მოწყალე ვარ, ამბობს უფალი, არ ვიმრისხანებ სამუდამოდ.
- იერემია 25:5რომ გეუბნებოდნენ: მიატოვეთ თითოეულმა თქვენი ბოროტი გზა და თქვენი ბოროტი საქმეები, იცხოვრეთ იმ მიწაზე, უფალს რომ მოუცია თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის უკუნითი უკუნისამდეო;
- იერემია 3:1ნათქვამია: თუ ქმარი თავის ცოლს გაუშვებს, ისიც წავა მისგან და სხვა კაცს გაჰყვება, განა უკან დაიბრუნებს ქმარი? ხომ წაიბილწება ეს ქვეყანა? შენ ბოზობდი ბევრ საყვარელთან, მაგრამ დამიბრუნდიო, გეუბნება უფალი.
- მეფეთა ა 7:3ასე უთხრა სამუელმა მთელ ისრაელის სახლს: თუ მთელი გულით მიისწრაფით უფლისკენ, მოიშორეთ უცხო ღმერთები და აშთორეთები; მიმართეთ გულები უფლისაკენ და მხოლოდ მას ემსახურეთ; მაშინ გიხსნით იგი ფილისტიმელთაგან.
განაგრძე კითხვა: იერემია 4
სრულად წაიკითხე: იერემია 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში